LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

95

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„პროცესი, ისევე, როგორც შედეგი, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და მას არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო თანამეგობრობა. საერთაშორისო თანამეგობრობას უკვე აქვს მკაფიო და მკვეთრი პოზიცია ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან და მსგავს პროცესებთან დაკავშირებით. მიმდინარე ოკუპაციის ფონზე და იმ პირობებში, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოდევნილია, ხოლო დღეს იქ მცხოვრები ადამიანების უფლებები უხეშად ილახება, ყველა მსგავსი პროცესი, მათ შორის ცხინვალის რეგიონში მოახლოებული ე.წ. არჩევნები თუ რეფერენდუმი, ყოველგვარ ლეგიტიმაციას მოკლებულია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები იმართება.

magti 5g