როგორც ცნობილია, პარიზის ოლიმპიადის დახურვის გრანდიოზულ ცერემონიალზე უამრავ დასამახსოვრებელ პერფორმანს შორის, გამორჩეული გამოდგა ტომ კრუზის შთამბეჭდავი გამოსვლა.
ფოტო/ვიდეო: მისია შესრულებულია! – 62 წლის ტომ კრუზი პარიზის ოლიმპიადის დახურვაზე აფრინდა
აღფრთოვანებული საზოგადოების პირველადი ემოციები დაცხრა და ახლა მედიაში 62 წლის მსახიობის შეცვლილ სახეს განიხილავენ. საქმე ისაა, რომ პლასტიკური ქირურგები ამტკიცებენ, რომ „შეუსრულებელი მისიის“ ვარსკვლავმა ოლიმპიადამდე ცოტა ხნით ადრე, სახეზე გარკვეული ინექციური პროცედურები ჩაიტარა. სავარაუდოდ მან ბოტოქსის ინექცია და ფილერი აქვს გამოყენებული.
„ტომ სახეს რა გაუკეთე?“, „ფილერი+ბოტოქსი“, „აშკარად შეშუპებულია“, „თმაც შეუღებავს“, – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როცა მედია კრუზზე მსგავსს ინფორმაციას ავრცელებს.
„პლასტიკური ოპერაცია, ინექციები თუ ჯადოქრობა?“ – 60 წლის ტომ კრუზის უახლესი ფოტო აჟიოტაჟს იწვევს