LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახლი, სადაც ოდრი ჰეპბერნმა 30 წელი გაატარა, 20 მილიონ დოლარად იყიდება

207
ოდრი ჰეპბერნი

შვეიცარიაში, ოდრი ჰეპბერნის სახლი 20 მილიონ დოლარად იყიდება. სახლის სახელწოდებაა La Paisible, რაც ნიშნავს „მშვიდ ადგილს“. ამ სახლში ოდრიმ 30 წელზე მეტი გაატარა და ამავე სახლში გარდაიცვალა. ფერმერული სახლი მეთვრამეტე საუკუნეში სოფელ ტოლოშენაზში მდებარეობს. ეს გახლავთ ჟენევის აეროპორტიდან დაახლოებით 30 წუთის სავალზე. მსახიობი ამ სახლში 1963 წლიდან 1993 წლამდე ცხოვრობდა. 2001 წელს მსახიობის შვილებმა სახლი მეუღლეებს, კატარინა და ჟან-მარკ ბოჟოლენებს მიჰყიდეს, რომლებმაც აქ 24 წელი იცხოვრეს. ამჯერად სახლი იყიდება და მის საწყისი ფასი 20 მილიონი დოლარია.

სახლი მოიცავს 12 საძინებელს, 8 სააბაზანოს, ერთი მხრიდან სახლი უდიდეს გამწვანებულ პარკს გადაჰყურებს, ხოლო პირველი სართულიდან იშლება ხედი ვარდების ულამაზეს ბაღზე, რომლის დიზაინიც „ჟივენშის” მოდის სახლმა მსახიობის 60 წლის იუბილეზე შექმნა. აქვეა უდიდესი ბიბლიოთეკა, საცურაო აუზი, სტუმართა მისაღები ოთახები. ცოტა ხსნის წინ „კრისტის” აუქციონზე გამოტანილი იყო 18 კარატიანი თეთრი ოქროს ყელსაბამი, რომელიც ოდრის ეკეთა ფილმში „რომაული არდადეგები” ამბობენ, რომ ეს სამკაული მსახიობმა უამრავს შორის, თავად შეარჩია.

„სიყვარული უნიკალური ძღვენია, რომელსაც რაც მეტს უნაწილებ სხვას, მით უფრო მდიდრდები თვითონ” – ოდრი ჰეპბერნის ცნობილი გამონათქვამები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები