“სოლიდარობა აფრიკის დასახლებას, “სახლი ყველას”- ამ ლოზუნგით თბილისის მერიასთან აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟის გამო, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნებია, რომ “შეწყდეს ხალხის სახლების ნგრევა”, “დანგრევის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილები უზრუნველყონ ადეკვატური ალეტრნატიული საცხოვრისით”, და “გაიყვანონ გზა, წყალი და ცხოვრებისთვის აუცილებელი კომუნიკაციები იქ მაცხოვრებელი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის”.
დედაქალაქის მერიასთან მობილიზებულები არიან სამართალდამცავებიც.
მოსახლეობა კი აცხადებს, რომ აქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ამასთან, როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეები ხვალ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლებენ, სადაც საკუთარ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გააჟღერებენ.