LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საკმაოდ კარგ პოზიციებზე ვართ სხვა მსხვილ კომპანიებთან ერთად“ – ბიზნესი, რომელზეც პანდემიამ დადებითად იმოქმედა

128
anano da gio

როგორც უკვე იცით, რადიო ჩვენი გადაცემა მიკროფონს უთმობს მცირე და საშუალო მეწარმეებს, სტარტაპებს. ვაძლევთ მათ საშუალებას, ისაუბრონ მათ ბიზნესზე, წარმატებებზე და გამოწვევებზე.

დღეისთვის ძალიან საინტერესო კომპანია და სტუმარი შეგირჩიეთ. „ფაბერმა“ საქართველოში შოპინგის ახალი გამოცდილება შექმნა, ამაში იგულისხმება ციფრული პლატფორმა, სადაც შეგიძლია იყო მყიდველიც და გამყიდველიც; ატვირთო ნებისმიერი ბრენდის, მდგომარეობის, ზომისა თუ კოლექციის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები და სილამაზის პროდუქტები.

ამავდროულად „ფაბერი“, როგორც შუამავალი, უზრუნველყოფს მიტანას, შეფუთვას და ხარისხის კონტროლს. „ფაბერზე“ გაყიდული ნებისმიერი ნივთი მოწმდება კომპანიის გუნდის მიერ, იფუთება და შემდეგ მიაქვთ მომხმარებლამდე.

„ფორტუნას“ სტუმარია „ფაბერის“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი ანანო დოლაბერიძე.

რა სიახლეები აქვს „ფაბერს“?

„ფაბერი“ არის ქართული მობილური აპლიკაცია, სადაც ნებიმიერ ადამიანს, შეუძლია, იყიდოს ან გაყიდოს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები და სილამაზის პროდუქტები.

„ფაბერი“ ასევე არის სრულიად განსხვავებული შოპინგის გამოცდილება, რადგან პლატფორმაზე შესაძლებელია, რომ სოციალური მედიის ფუნქციები გამოვიყენოთ.

რაც ნიშნავს იმას, რომ გამოვიწეროთ ჩვენთვის საინტერესო გამყიდველი. დავულაიქოთ, დავუკომენტაროთ და ეს ჯამში სხვა ტიპის გამოცდილებაა. ჩვენ აპლიკაცია ჩავუშვით 2019 წლის გაზაფხულზე, ანუ ორწელიწადნახევარია დაახლოებით, რაც საქართველოს ბაზარზე ვოპერირებთ და დღევანდელი მონაცემებით 132 ათასზე მეტი მომხმარებელი გვყავს რეგისტრირებული.

ჩვენი პლატფორმის უნიკალურობა და განსხვავებულობა რამდენიმე მიმართულებით გამოიხატება.

  1. რა თქმა უნდა, არის სანდოობის მომენტი. ყველა პროდუქტი, რომელიც იყიდება პლატფორმაზე, მოგვაქვს ჩვენთან ოფისში. შემდეგ ეს ნივთები რამდენიმე მიმართულებით მოწმდება.
  2. ნივთი უნდა იყოს აბსოლუტურად ავთენტური. ფეიკი პროდუქცია „ფაბერზე“ არ იყიდება. ძალიან ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ ორწელიწადნახევრის განმავლობაში შევძელით და გვყავს ექსპერტები.

ჩვენი განსაკუთრებულობა ასევე არის ის, რომ „ფაბერზე“ რამდენიმე მიმართულებაა, პირველი ესაა მეორეული ნივთები და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენი ბიზნესმოდელი სრულად უკავშირდება მოდის ცირკულაციას, მდგრადობას, რამდენიმე თვის წინ აქტიურად დავიწყეთ ამ მიმართულებით საუბარი და მუშაობა, ცნობიერების ამაღლება.

მოდის მდგრადობისთვის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმიტომ რომ მოდის ინდუსტრია მეორე ადგილზეა გარემოს დაბინძურების კუთხით და ჭარბი წარმოება, სწრაფი მოდა არის ის ყველაფერი, რაც ძალიან აზიანებს ჩვენს გარემოს.

მოთხოვნა და სურვილი იმის, რომ შევიძინოთ მეორეული ტანსაცმელი, ძალიან დიდ გავლენას მოახდენს იმაზე, რომ შევამცირებთ ჭარბ წარმოებას და რა თქმა უნდა, ეფექტი, რომ ნაკლებად საზიანო იყოს მოდის ინდუსტრია, ყველაფერთან პირდაპირ კავშირშია.

არის კვლევები და მოლოდინი, რომ 2024 წლისთვის მეორეული ტანსაცმლის ბიზნესი გადაუსწრებს, როგორც ტრანს მოდას ისევე „ლაქშერ“ ინდუსტრიას და იქნება ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე, სწორედ ამიტომაც დღევანდელ დღეს ძალიან ტრენდულია და მოდურია მეორეული ტანსაცმლის ყიდვა და გაყიდვა და მიხარია, რომ საქართველოში ორწელიწადნახევრის წინ დავიწყეთ ეს ყველაფერი და  ფაქტობრივად მსოფლიოს ტრენდს ავუწყეთ ფეხი. ისე, რომ საქართველოში დღევანდელ დღეს  მეორეულის ყიდვა „ქულ“ გამოცდილებაა.

მეორადები გასული საუკკუნის 90-იანი წლებიდან ჩვენთან პოპულარული იყო და ალბათ ეს გამოცდილებაც გვაქვს.

რა თქმა უნდა, მაგრამ არაფართო მასშტაბებზე და არა იმ იდეით, რომ ხელს უწყობენ კარგ ინიციატივას. ეს იყო საჭიროებიდან გამომდინარე მიღებული გამოცდილება. დღევანდელ დღეს ჩვენი მიზანია, მიუხედავად იმისა, ადამიანს აქვს თუ არა საშუალება, არჩევანი გააკეთოს მეორეულზე და შეამციროს მოთხოვნა ახლის წარმოებაზე.

ჩვენ ერთგვარ ბრძოლაში ვართ სწრაფი მოდის მწარმოებლებზე, რომლებიც ცუდ გავლენას ახდენენ გარემოზე, ხელს ვუწყობთ პატარა ბრენდებს. შესაბამისად „ფაბერზე“ აუცილებლად ნახავთ ლოკალურ ქართულ ბრენდებს, რომელსაც სრულად გვერდში უდგას და მხარს უჭერს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. ეს იქნება მარკეტინგი, თუ ეს იქნება გაყიდვები.

ვიცით, რომ უკრაინულ ბაზარზეც გახვედით, ამ მიმართულებით რა სიახლეები გაქვთ?

ოპერირება ჯერ არ დაგვიწყია, თუმცა ეს პერიოდი დავუთმეთ იმას, რომ ტექნოლოგია მოვამზადეთ რამდენიმე ბაზარზე ოპერირებისთვის.

ეს იყო ყველაზე დიდი მისია, რომ ყველაფერი წარმატებისა და შეფერხების გარეშე მომხდარიყო. პირველი გასვლა ჩვენთვის იყო საკმაოდ რთული. თუმცა ამ წუთას ყველაფერი დასრულებულია.

რამდენიმე მცირე დეტალის ცვლილებას ველოდებით. სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დავიწყებთ უკრაინულ ბაზარზე ოპერირებას.

სიახლე გვაქვს კიდევ ის, რომ რამდენიმე თვის წინ სრულიად ახალი აპლიკაცია ჩავუშვით.

მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ სტარტაპი და საწყის ეტაპზე ჩვენ ვერ შევძელით ძალიან ხარისხიანი და კარგი ტექნოლოგიური აპლიკაციის შექმნა, თუმცა ჩვენ მას აუცილებლად გავაუმჯობესებთ.

დღევანდელი მონაცემებით ასევე „ფაბერსში“ ჩაშენებულია ხელოვნური ინტელექტი. რომელიც ვფიქრობ, რომ ასევე დიდი წარმატებაა.

ხელოვნური ინტელექტის ფუფუნება ამ ეტაპზე ბევრი არ გვაქვს. ამ კუთხით ვფიქრობ, რომ მოწინავე პოზიციაზე ვართ.

ეს იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის „ფაბერი“ იყოს კომფორტული.

საბოლოოდ ამ მიმართულებით ვაპირებთ ჩვენი ტექნოლოგიის განვითარებას. იმისთვის, რომ  მომხმარებელი სრულად იყოს კომფორტში.

პანდემიამ ძალიან ბევრ ბიზნესს შეუქმნა პრობლემა, ის ბიზნესები, რომელმაც ადაპტირება მოახერხეს, გადავიდნენ ონლაინ, დახვეწა მიტანის სერვისის უზრუნველყოფა, ბევრ კომპანიას პრობლემები შეექმნა. თქვენ როგორ გადაიტანეს ეს მძიმე წელი? 

ჩვენთვის რეალურად რთული არ იყო, იმ კუთხით, რომ ციფრული ტექნოლოგია გვქონდა და შესაბამისად, როცა დაიწყო პანდემია, შარშან გაზაფხულზე ერთ-ერთი კომპანია ვიყავით, რომელსაც მოსახლეობამ მიაშურა.  ჩვენთვის ამ მიმართულებით კარგი წელი იყო, იმიტომ რომ უფრო მეტი მომხმარებელი შემოგვივიდა და უფრო მეტი გაყიდვები გვქონდა. თუმცა პროცესების კუთხით რაღაცეების გადაწყობა მოგვიწია.

ასე რომ შეიძლება ითქვას,  პანდემიამ ჩვენზე მეტ-ნაკლებად კარგი გავლენა იქონია.

სამწუხაროდ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ შედარება მოვახდინოთ ბევრ განვლილ წელთან. იმიტომ რომ რამდენიმე თვის ჩაშვებული იყო პლატფორმა, როცა პანდემია დაიწყო.

მიხარია, რომ ორი წელია დაახლოებით რაც ვარსებობთ და საკმაოდ კარგ პოზიციებზე ვართ სხვა მსხვილ კომპანიებთან ერთად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები