ლეგენდარული იტალიელი მსახიობი, სოფი ლორენი თავს უკეთ გრძნობს და სახლში მკურნალობს. 89 წლის ვარსკვლავის ოჯახთან დაახლოებული პირი აცხადებს, რომ ლორენს საკმაოდ რთული დაზიანებები ჰქონდა, ამიტომ რეაბილიტაციის პროცესი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეს გასტანს.
მარიამ შარმანაშვილი სოფი ლორენის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება: „ბევრი მესიჯი შემომდის…“
შეგახსენებთ, მსახიობი ჟენევაში მდებარე სახლის აბაზანაში ორი კვირის წინ წაიქცა. მას მენჯის ძვლის მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნებოდა და რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.
ცნობისთვის, ლორენი საზოგადოების წინაშე ბოლოს, გასულ თვეს გამოჩნდა. ის „ვენეციის კინოფესტივალს“ დაესწრო.
89 წლის სოფი ლორენი კლინიკაში გადაიყვანეს – დეტალები