LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკურორტო ზონებში კვების ობიექტები შემოწმდა – სად გამოვლინდა დარღვევები?

183
shutterstock-636131693-1

სურსათის ეროვნული სააგენტო ზღვისპირა საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს.

როტაციის პრინციპით, თბილისის საქალაქო სამსახურის, გურიისა და აჭარის რეგიონული სამმართველოების ინსპექტირების ჯგუფების მიერ ერთ თვეში 151 ობიექტი შემოწმდა. აქედან კრიტიკული შეუსაბამობების 12 ფაქტი გამოვლინდა, რაზეც სააგენტომ განახორციელა კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები, ბიზნესოპერატორებს  შეუჩერდა საწარმოო პროცესი და მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები.

კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა

ბათუმში:

შპს “მაჭახელა-სამიკიტნოში”,

პიერ ბათუმში,

შპს “ფოსფორში”,

საზოგადოებრივ კვების ობიექტ “გამა+”-ში,

არაბულ სამზარეულო შპს “თარგეთში”

სახაჭაპურე იუნგაში,

შპს “აჭარა 7777-ში”,

შპს “იაქინში”,

ზღვის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე რესტორან ყირამალაში.

 

ოზურგეთში

ი.მ. ნატო ვაჩეიშვილის საშაურმეში,

შპს გურია 2016-ში ცხოველთა სასაკლაოზე,

ურეკში

კაფე “განჯაში”

 ქობულეთში

სოფელ აჭყვაში შპს “ნურსეთ ჯორჯაიში” (სასაკლაო);

ხულოს რაონ სოფელ ღორჯომში შპს “ორი გიო”-ს სასაკლაოზე.

კვების ობიექტების ნაწილში გარდა კრიტიკული შეუსაბამობისა, გამოვლინდა ეტიკეტირების წესების დარღვევა, ტემპერატურული პრობლემები, ვადაგასული საქონლის შენახვა და ა.შ.

 

ნახეთ შემოწმებული ობიექტების სრული სია ლინკზე

 

“შემოწმებისას ყურადღება ექცევა ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ტემპერატურულ რეჟიმს, სურსათის შენახვის პირობებსა და ვადებს, მიკვლევადობას.

ობიექტების კონტროლი როტაციის პრინციპით მეორე წელია მიმდინარეობს. გასულ წლებთან შედარებით დარღვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც სააგენტოს მიერ გააქტიურებული კონტროლისა და ბიზნესოპერატორთა ინფორმირებულობის გაზრდის შედეგია,” – აცხადებენ სეს-ში.

magti 5g