LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკუთარ თავზე დაქორწინებული ქალი თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობს

109
750f9c00-7fff-11ef-9a7e-0f222f00

ქალმა, რომელიც თავის თავზე დაქორწინდა და ოცნების ქორწილი მოაწყო, პირველი იუბილე იზეიმა. BBC-ის ინფორმაციით, ქორწინების წლის თავი ქალმა შამპანურით, ყვავილებით და გემრიელი ვახშმით აღნიშნა.

43 წლის სარა უილკინსონმა პარტნიორის პოვნა ვერ შეძლო და ერთი წლის წინ უჩვეულო ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა. დღესასწაულისთვის მან ისტორიული სასახლე შეარჩია. ცერემონიის წამყვანი მისი მეგობარი იყო და ქორწილს 40 სტუმარი ესწრებოდა – ახლობლები და ოჯახის წევრები. ოფიციალურ ნაწილს მოჰყვა წვეულება ცეკვებით, სადაც კიდევ უფრო მეტი სტუმარი მოვიდა. „მე ზუსტად ისეთი ვარ როგორიც ვარ და სხვა ადამიანი არ მჭირდება იმისთვის, რომ თავი სრულყოფილად ვიგრძნო. „ – აღნიშნა პატარძალმა.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანელს ქორწილი 10 ათასი ფუნტი დაუჯდა.

უილკინსოს დღემდე აქვს იმედი, რომ შეხვდება მამაკაცს, რომელსაც მთელი გულით შეიყვარებს, თუმცა თუკი ეს არ მოხდება, გული დიდად არ დასწყდება.

ქორწინების ერთი წლის თავი ქალმა განსაკუთრებულად აღნიშნა და ფიქრობს, რომ პირველი წელი ძალიან წარმატებული გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები