LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალაშქრო ფესტივალზე 100-მდე მოლაშქრე დარეგისტრირდა

490
სალაშქრო ფესტივალი

სალაშქრო ფესტივალზე „ზღვიდან მთამდე“, რომელიც აჭარაში წელს პირველად გაიმართება, 100-მდე მოლაშქრე დარეგისტრირდა.

მოლაშქრეები 45 კილომეტრიან მარშრუტს 5 დღეში დაფარავენ.

მარშრუტი 24 ივლისს ჩირუხის მთიდან დაიწყება და 28 ივლისს ალპურ ბოტანიკურ ბაღში დასრულდება.

ფესტივალის მონაწილეები სალაშქრო გამოცდილებისა და სალაშქრო აღჭურვილობის ფლობის მიხედვით შეირჩნენ. ისინი მოლაშქრე გიდებისა და ინსტრუქტორების დახმარებით გაივლიან მთიანი აჭარის ალპურ ზონას, ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას, ისეთებს როგორიცაა შრატიანის და შუამთის ტბებს, ხიხანის ციხეს, ალპური ბაღსა და მწვანე ტბას.

ფესტივალს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციისა და აჭარაში ლაშქრობის სტიმულირების მიზნით ატარებს.

ფესტივალში მონაწილეობა უფასოა.

magti 5g