LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ღვინიაშვილი: ძალიან მოდურია კლასიკურისა და სპორტულის ნაზავი

61

როდის და რატომ გადაწყვიტეთ,  დიზაინერი გამხდარიყავით?

– დიზაინერობა სკოლის დამთავრებისას გადავწყვიტე, როდესაც აკადემიაში მოდელირების ფაკულტეტზე ჩავაბარე. ბავშვობიდან კარგად ვხატავდი. მე ვიცოდი, რომ ამ კუთხით უნდა წავსულიყავი და გადავწვიტე, მოდელირებაზე ჩამებარებინა. პროფესიით დიზაინერი ვარ. ეს არ ყოფილა მოულოდნელი და უეცარი გადაწყვეტილება. მე ინგლისშიც ვსწავლობდი, ბოლო პერიოდში კი მომიწია საქართველოში ჩამოსვლა. სწორედ ამ პერიოდში გადავწყვიტე, რომ დრო იყო ჩემი ხაზი გამეკეთებინა.

როდის შეიქმნა და რას გვთავაზობს ბრენდი salome gviniashvili?

– ბრენდი დაახლოებით ერთი თვის წინ შევქმენი. ჯერჯერობით მხოლოდ ქალბატონებისთვის იკერება სამოსი. თუმცა, გეგმაში მაქვს მამაკაცების ხაზიც შევქმნა.  უკვე შედგა ბრენდის პრეზენტაცია, სადაც გატანილი იყო პატარა კოლექცია,  რომელიც ჩემს show room-ში, აბაშიძის 42 ნომერში უკვე იყიდება.

რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?აპირებ კოლეციის გატანას საქართველოს საზღვრებს გარეთ?

– დიახ, ვაპირებ, თუმცა ამ ეტაპზე მზადდება ახალი კოლექციები, რომელის გატანასაც ვგეგმავ ჯერ fashion week-ზე და ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ, შემდეგ უკვე გავიტანო საზგვარგარეთაც. ახლა იგეგმება show room-ები უკრაინასა და აზერბაიჯანში. გაზაფხულზე კი ძალიან მინდა  რომ წავიგო პარიზშიც.

რა არის მოდური და რომელ ფერებს იყენებ კოლექციისთვის?

– 2016  წლის კოლექცია იქნება ბრჭყვიალა და სადა. მე ვფიქრობ, რომ ყველა ქალი უნდა ბრწყინავდეს, თუმცა არ უნდა დაკარგოს სისადავე.

რა უნდა ეცვას ქალბატონს, რომ იყოს მოდური?

– კონკრეტულად ვერ იტყვი, თუმცა ძალიან მოდურია კლასიკურის და სპორტულის ნაზავი, მაგალითად კლასიკური პალტო და ბოტასი. მე მომწონს, როცა ქალი არის კლასიკური და ამავდროულად ძალიან უბრალო.

რაც შეეხება ფასებს, რამდენად მისაღებია ფასები მათთვის, ვისაც გაუჩნდება შენი დიზაინით შექმნილი სამოსის შეძენის სურვილი?

– ფასებზე ბევრი არ მიფიქრია, ასე თუ  ისე ვიცი საქართელოს ბაზარი, შესაბამისად გავითვალისწინე და ვეცადე, მაქსიმალურად მისაწვდომი ყოფილიყო ყველასთვის.

ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებას.

– გმადლობ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები