LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე სამადაშვილი: „მინდა ვკითხო არალეგიტიმურ ხელისუფლებას – სრულდება საზაფხულო არდადეგები, ევროკავშირი დაიწყებს მსჯელობას, როგორ შესრულდა პირობები, რომელიც წაგვიყენეს, რა გაკეთდა, რომ ეს პირობები ყოფილიყო შესრულებული?“

127
სალომე სამადაშვილი

„გარდა იმისა, რომ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის დაკარგვა ჯოჯოხეთად აქცევს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას, ეს არის ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობის შეურაცხყოფა – დრო იწურება, 31 აგვისტოს დასრულდება საზაფხულო არდადეგები, ევროკავშირი დაიწყებს მსჯელობას როგორ შესრულდა ის პირობები, რომელიც მათ ჩვენ წაგვიყენეს“, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის დაკარგვის უფლება არ უნდა მისცენ.

მამუკა მდინარაძე: „გათხოვილ კაცებზე „ღადაობით” უნდა გაგვაუქმებინონ ოჯახური ღირებულებების კანონი?“

„უვიზო მიმოსვლა არის ყველაზე დიდი და ხელშესახები სიკეთე, რომელიც საქართველომ და საქართველოს მოქალაქეებმა გასულ წლებში ევროკავშირთან ურთიერთობებში მიიღეს. 2006 წელს დაიწყო მუშაობა, იმისთვის, რომ 2017 წელს მიგვეღო ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, რაც არის ძალიან დიდი პრივილეგია. მსოფლიოს 195 ქვეყნიდან მხოლოდ 60-მდეა ის ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც შეუძლიათ შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა.

31 აგვისტოს იწურება ვადა, რომელიც ევროკავშირმა დაუწესა საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რათა შესრულდეს ის პირობები, რომელიც აუცილებელია ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად. უვიზო მიმოსვლა არ უკავშირდება მხოლოდ მოგზაურობის პრივილეგიას, ეს ასევე გულისხმობს ისეთ საკითხებს როგორიცაა: დროებითი სამუშაოდ ჩასვლის უფლება, სწავლის, მკურნალობისა და სხვადასხვა.

რიკარდ იოზვიაკი: „ევროკომისია ამზადებს წერილს საქართველოსთვის, რომელშიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზეა საუბარი“

ლევან მახაშვილი:„ვიზალიბერალიზაციის საკითხის ეჭვქვეშ დაყენება, „ოჯახური ღირებულებების“ და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გამო, სრულიად უსაფუძვლო და უსამართლოა“

ლევან მახაშვილის თქმით, „ზეწოლის თუკი რაიმე ბერკეტი და რესურსი არსებობს, ბრიუსელის ბიუროკრატია ამას გამოიყენებს, მაგრამ მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხრიდან იმის თქმა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ხელისუფლებას“.

პრინციპულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ეს შესაძლებლობა შენარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამას სჭირდება შესაბამისი პირობების შესრულება. ეს პირობებია ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკური უფლებების დაცვა ჩვენს სახელმწიფოში, რასთან დაკავშირებითაც ევროკავშირს აქვს სერიოზული პრეტენზიები.

ჩვენ ეს ვიცით და ეს დადასტურდა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშითაც, რა უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს ჩვენს ქვეყანაში. აუცილებელია, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გააუქმოს ყველა ის „რუსული კანონი“, რომელიც მიღებული იქნა გასული წლის განმავლობაში, რაც ზღუდავს საქართველოში პოლიტიკურ და ადამიანის უფლებებს. მინდა ვკითხო არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაინტერესებს რა ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით.

ირაკლი კობახიძე: „თუ დადგება საკითხი: მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზალიბერალიზაცია, უპირატესობას მშვიდობასა და სტაბილურობას მივანიჭებთ – ევროპაში ვიზით წახვალთ თუ უვიზოდ, ეს ეგზისტენციალური საკითხი არ არის“

ასევე, აუცილებელია, რომ სახელმწიფოში იყოს ბრძოლა კორუფციასთან და ანტიკორუფციული ბიურო ასრულებდეს საკუთარ ფუნქციებს, შეიცვალოს კანონმდებლობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ასევე, მინდა ვკითხო არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელიც შეიკრიბა და ქართველ ხალხს მორიგ ჯერზე ატყუებდა, რომ თურმე მსჯელობს ასოცირების დღის წესრიგის შესრულებაზე.

საქართველოს ყველამ მოქალაქემ რომ არ დაკარგოს უვიზო რეჟიმი, წინ დადებული კონკრეტული რვა პირობიდან, რომელიც უნდა შესრულდეს, რა გაკეთდა ამ პირობების შესასრულებლად? ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ამის უფლება არ უნდა მისცენ არალეგიტიმურ რეჟიმს.

დრო იწურება, 31 აგვისტოს დასრულდება საზაფხულო არდადეგები, ევროკავშირი დაიწყებს მსჯელობას როგორ შესრულდა ის პირობები, რომელიც მათ ჩვენ წაგვიყენეს და რა გაკეთდა ამ თვეების განმავლობაში იმისთვის, რომ ეს პირობები ყოფილიყო შესრულებული.

შალვა პაპუაშვილი: „ბრიუსელმა რატომღაც ყველა ტრადიციული რელიგიის მხარდაჭერილი კანონის გაუქმება მოითხოვა, რომელზეც ერიც და ბერიც შეთანხმებულია და წესით, უვიზო მიმოსვლასთან არანაირი კავშირი არ აქვს“

ყველას გვესმის, რომ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის დაკარგვა, გარდა იმის, რომ ეს პრაქტიკულად ჯოჯოხეთად აქცევს საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრებას და დავუბრუნდებით იმ მდგომარეობას, როდესაც რუსეთის, ბელარუსის, ცენტრალური აზიის ქვეყნების მოქალაქეების მსგავსად, საოცნებო გახდება ევროკავშირში სასწავლო, სამოგზაურო ვიზის მიღება, ეს არის პირდაპირ ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობის შეურაცხყოფა.

გამოვა, რომ გაგვაგდებენ იმ სახელმწიფოების შემდგენლობიდან, რომლებსაც აქვთ სწორედ ეს პრივილეგია და უფლება, რომ იმოგზაურონ ვიზის გარეშე ცივილიზებულ, დემოკრატიულ სამყაროში. ჩვენ გვეტყვიან, რომ „ამ სამყაროს ნაწილი აღარ ხართ და კიდევ დიდხანს არ იქნებით“.

ვატო შაქარიშვილი: „ქართველ ხალხს, რომელსაც ჰყავს 100 000 მოწამე, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ვერ გატეხავენ – თუ ეს მოხდა, შანტაჟის ბოლო ტყვიასაც ფუჭად გაისვრიან და დააჩქარებენ თავსმოხვეული ევროისტერიის საბოლოო დასასრულს“

ამიტომ, საქართველოს დღევანდელ არალეგიტიმურ მმართველ რეჟიმს, რომელიც თავად არის დაკავებული კორუფციით, რომელმაც საკუთარი მოპარული ფულით საკუთარი ოჯახები დასავლეთის ქვეყნებში გახიზნა, რომლებსაც თავად ყოველდღე აგინებენ, დღეიდან ყოველდღე, 31 აგვისტომდე უნდა ვკითხოთ, რა ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ ჩვენ სექტემბერში არ დავდგეთ უდიდესი გამოწვევის წინაშე, რომ ვკარგავთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას“. – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g