„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის ყოფილ მონაწილე, სალომე უშხვანს მამა გარდაეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავრცელებს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.
სალომე უშხვანი მის გულშემატკივრებს, ახლობლებსა და მეგობრებს, მძიმე დღეებში გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.
„დავიწყებ… ისევ მადლობით, გაცვეთილია მაგრამ ძალიან ფასობს! მძიმე დღე მქონდა, დავკრძალე ადამიანი რომელიც თან ახლო იყო თან შორი, ისეთი მწარე იყოო..
ემოციები აღარ მაქვს, ღიმილი დამავიწყდა, დავიცალე.. მტკიოდა მისი მოულოდნელი წასვლა უნახავად.. არ ვიყავი ისეთი როგორიც უნდა ვყოფილიყავი, ალბათ, მაპატიებს ამ სიცივეს და გულგრილობას, მაპატიებს იმას რომ ვერ ვაპატიე და დავივიწყე წყენა..
ვერ შევძელი პრინციპებზე გადაბიჯებაა და ამ ყველაფერმა ხელი შემიშალა გამომეხატა ის გამოუხატავი და ამოუთქმელი რაც მქონდა მის მიმართ.. გაეცით… გაეცით.. გაეცით სიყვარულიი… მიუტევეთ ერთმანეთს.. თორემ სინანულო მძიმე ჯვარიაა სატარებლად! რაღაცნაირი დღე იყო დემენტორები იყვნენ ირგვლივ თითქოსს ..
გაქრა ყველა დადებითი ემოცია მოგონებაა.. გამომწოვეს სიხარული და დამრჩა სიშავე, ყველა ჩემს კუთხე-კუნჭულში, და ამდენი ბრძოლის შემდეგ უცებ ecspecto patronum და პატრონუსის სახით მევლინებით თქვენ ვისაც გიყვარვართ და გვერდით მედექით, იმდენად ძლიერი იყო ეს დაცვა რომ დავაღწიე თავი ამ სიშავეს და თითქოს დემენტორებმაც გაფანტვა დაიწყეს!!
მადლოაბა თქვენ ჩემო გულიანებო!! ერთად და ცალკე აღებულად მადლობას გიხდით სიყვარულისთვის და ამ მძიმე დღეების გაზიარებისთვის! უფალი გფარავდეთ!,“ – წერს სალომე უშხვანი.
სალომე უშხვანი: „ჩემს ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობა მე დავასრულე, მასთან ცხოვრება გაუსაძლისი იყო…“
„პრაიმჰაუსის“ მონაწილე, რომელსაც მაკა ასათიანს ამსგავსებენ, ცეცხლოვან ფოტოსესიას გვიზიარებს
სალომე უშხვანი: „მაკა ასათიანი ისეთი ორიგინალია, მის ასლად ყოფნაც დიდი პატივია ჩემთვის…“