ქართული ღვინის ისტორია, საქართველოს მრავალფეროვანი ბუნება და ქვეყნის ტურისტული პოტენციალი – სალომე ზურაბიშვილი იაპონელებს ინფორმაციას სწორედ ამ თემებზე აწვდის.
ის ამ დროისთვის ოფიციალური ვიზიტით ტოკიოშია, სადაც ადგილობრივი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. როგორც იაპონიის ტურისტულ კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოსთან ტურისტული ურთიერთობები ამ ვიზიტის შემდეგ მნიშვნელოვნად განვითარდება.
,,ჩემი აზრით, საქართველოს ყველაფერი აქვს, თუმცა უნდა გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა იაპონიაში.
ამ ხედვიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პოლულარიზაციას და იაპონია-საქართველოს შორის ტურისტულ ურთიერთობებს“, – აღნიშნა იაპონიის ტურისტულ კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ახალგაზრდების ინიციატივა საჭირო და მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა.
სალომე ზურაბიშვილმა Spend Your Summer in Georgia-ს ორგანიზატორებს უმასპინძლა
ამავე ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტსაც ესაუბრა. შეხვედრის მთავარი თემა კი 2020 წლის ტოკიოში დაგეგმილი ოლიმპიური და პარალიმპურ თამაშებს შეეხო.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იაპონიაში მოღვაწე ქართველ სუმოისტი ლევან გორგაძის-ტოჩინოშინი იმის მაგალითია, თუ როგორ შეუძლია წარმატებულ სპორტსმენებს ქვეყნების დაახლოება.
ზურაბიშვილი ამის შემდეგ თავად ტოჩინოშინსაც შეხვდა დ ამის შესახევ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა.
„დღეს ტოკიოში შევხვდი ქართველ სუმოისტ ტოჩინოშინს, ლევან გორგაძეს. შთამაგონებელი იყო იმის მოსმენა, რისი გაღება მოუწია მას, რათა ოძეკის წოდებისთვის მიეღწია“, – წერს ზურაბიშვილი.