LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: „პრაქტიკულად, აშშ-ის ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შევხვდი – საშუალება მქონდა, მეთქვა, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება დღეს საქართველოში“

225
Capture

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის ახალ კაბინეტთან შეხვედრებისას ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„პრაქტიკულად, შევხვდი ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს და მქონდა საშუალება, მეთქვა, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც დღეს საქართველოში ხდება. ჩვენი ქვეყნის საკითხები არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა,“ – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მან ასევე დასძინა, რომ მისი შეხვედრების მთავარი გზავნილი იყო იმაზე საუბარი, რომ საქართველოსთვის ყურადღება აუცილებლად და დროულად უნდა გადაიდოს, რადგან ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სწრაფად ვითარდება.

ზურაბიშვილის ვიზიტი აშშ-ში არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრასა და განხილულ თემებს მოიცავდა, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოების საკითხებსა და დასავლეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

„პრაქტიკულად, ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შევხვდი. ძალიან ხანმოკლე შეხვედრები იყო, იმიტომ რომ ეს იყო შეხვედრები იმ ღონისძიებების ფარგლებში, სადაც არ არის დიდი დრო იმისთვის, რომ ხანგრძლივად გაშალო გზავნილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. მაგრამ მაინც, იმის საშუალება მქონდა, რომ მეთქვა რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, რამდენად საგანგაშოა ეს იმ რეგიონში, რომელიც ამერიკისთვის მნიშვნელოვანია, რადგან იქვეა შავი ზღვა, სტრატეგიული ახალი პროექტები, ქვეყანაში, რომელიც ამერიკის დახმარების ობიექტია ბოლო 30 წლის განმავლობაში.

საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც პერ კაპიტა, ანუ თითო ადამიანზე, მიიღო ყველაზე დიდი დახმარება [ამერიკისგან], ისრაელის შემდეგ, რაც არ არის ცოტა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ამერიკას ჰქონდა ინტერესები და სტრატეგიული ინტერესები საქართველოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინტერესი დღესაც არსებობს. ეს იყო ჩემი გზავნილი, რომ საჭიროა, რომ ძალიან სწრაფად, ძალიან მალე, ყურადღება იყოს იმ სიტუაციის მიმართ, რაც არსებობს საქართველოში- ერთი მხრივ რეპრესიები, რომლებიც მიმდინარეობს, დიქტატურის ჩამოყალიბება და ასევე ახალი გეოპოლიტიკური მიმართულებები ამ რეჟიმის, რომელიც რეჟიმია და მიჰყვება რუსეთის მოდელს. არა მხოლოდ რუსეთის მოდელს, ასევე მეგობრულ ურთიერთობებს ამყარებს ჩინეთთან და უთმობს საქართველოში სტრატეგიულ ინტერესებს, რაც, ალბათ, ძალიან სერიოზულად უნდა აინტერესებდეს და აშფოთებდეს ამერიკას“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g