LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სალომე ზურაბიშვილი, პრაქტიკულად, თვითმარქვია პრეზიდენტია.. ცრუ პოლიტიკური წინასწარმეტყველებით ნუ დაკავდება“ – ალუდა ღუდუშაური

131
სალო მზაა

„სალომე ზურაბიშვილი, პრაქტიკულად, თვითმარქვია პრეზიდენტია..  „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო ძლიერად მოვა, ზურაბიშვილი ცრუ პოლიტიკური წინასწარმეტყველებით ნუ დაკავდება,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც 2024 წლის არჩევნებსა და კოალიციურ ხელისუფლებაზე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

ღუდუშაური აცხადებს, რომ „ახლა, ისე როგორც არასდროს ხელის გულზე დევს შავი და თეთრი არჩევანი.“

„სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით საერთოდ არ მინდა არანაირი შეფასება.

„ნაციონალური მოძრაობის“ მანდატებით იმპიჩმენტს ხელოვნურად გადარჩენილი სალომე ზურაბიშვილი დღეს საუბრობს მტკიცებით ფორმაში, როგორი უნდა იყოს თურმე ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, ეს არის სირცხვილი.

ყველა იყო ბედნიერი, ერთმანეთს ვულოცავდით ქართველი ხალხი ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და როგორი სახეებით იყვნენ, ისტორია შეაფასებს ამას და ქართველ ხალხს არასდროს დაავიწყდება მათი სასოწარკვეთილო სახეები.

სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის დამრღვევი და მისი გადასაწყვეტი არ არის, ბრძენი ქართველი ხალხი რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის და ისე, როგორც არასდროს, ხელის გულზე დევს შავი და თეთრი არჩევანი, სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის, ხალხი როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს,“ – განაცხადა ღუდუშაურმა.

ინფორმაციისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ფრანს 24- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „თუ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, ეს საშუალებას მისცემს წარმოიშვას ახალი კოალიცია, ხოლო ამ შემთხვევაში, შევასრულებთ ყველა პირობას, რომ ჩვენ გავხსნათ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით.“

„პრემიერის განცხადებამ გამახარა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ევროკომისიამ პოლიტიკურად ძალიან ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო“ – პრეზიდენტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები