LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: „რეიდები ავტორიტარული რეჟიმის კიდევ ერთი მცდელობაა, რომ განსხვავებული აზრი ჩაახშოს და დემოკრატიული ხმები გააჩუმოს – შესაძლოა, რეჟიმმა შიშის დათესვა სცადოს, მაგრამ ეს ჩვენს სიმტკიცეს მხოლოდ გააძლიერებს. ხალხი არ გაჩუმდება!“

137
სალომე ზურაბიშვილი

მეხუთე პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი, დღეს რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას, სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, „შესაძლოა, რეჟიმმა შიშის დათესვა სცადოს, მაგრამ ეს ჩვენს სიმტკიცეს მხოლოდ გააძლიერებს“:

„საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნას გატარებული არასრულწლოვნებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად… სახალხო დამცველი შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს“ – სახალხო დამცველი „ფონდების საქმეზე“ მიმდინარე ჩხრეკაზე

„დღეს დილით, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების წინააღმდეგ განხორციელებული რეიდები ავტორიტარული რეჟიმის კიდევ ერთი მცდელობაა, რომ განსხვავებული აზრი ჩაახშოს და დემოკრატიული ხმები გააჩუმოს.

მამუკა ხაზარაძე ნანუკა ჟორჟოლიანს: „ეს არის ზეწოლისა და ძალადობის რუსული სცენარით განხორციელებული სპეცოპერაცია – ნანუკა შენ გვერდით მიგულე, ვერავინ შეგვაშინებს!“

აღნიშნულით ხაზარაძე რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება და წერს, რომ „საკუთარი ხალხის მჩაგვრელებს სწორედ ხალხი გასცემს საკადრის პასუხს!“.

შესაძლოა, რეჟიმმა შიშის დათესვა სცადოს, მაგრამ ეს ჩვენს სიმტკიცეს მხოლოდ გააძლიერებს. ხალხი არ გაჩუმდება!“. – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

ლევან ხაბეიშვილი: „საჩვენებელი, კარგად დაგეგმილი სადამსჯელო ღონისძიებები აქვთ დილიდან… რეალური შეტევითი, წინააღმდეგობრივი მოძრაობა უნდა დავუპირისპიროთ, საკადრისი პასუხი გავცეთ ყველა ძალადობრივ ქმედებას და ამათი დღეები დათვლილია!“

ცნობისთვის, დღეს, დილით, პროკურატურის წარმომადგენლებმა სამოქალაქო აქტივისტების – მარიამ ბაჯელიძის, მარიამ გეგუჩაძის, ლაშა არველაძის და გუგა ხელაიას, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ ბინები გაჩხრიკეს. „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ტელეწამყვანისა და ჟურნალისტის – ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში კი ჩხრეკა ახლახან დასრულდა.

„ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებთ, ბორკილებს დაგადებთო“ – რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი მის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ

პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას.

შალვა პაპუაშვილი: „ჩხრეკები მიმდინარეობს კანონიერი პროცედურების შესაბამისად… დეკემბერში პარლამენტის შტურმის მცდელობა იყო და ვნახეთ, რომ როდესაც ოფისებიდან ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს, ძალადობა იმ მომენტიდან შეწყდა“

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ:

„დილით, დაახლოებით 9-ის წუთებზე კარებზე ბრახუნით მოვიდნენ. ბავშვთან ერთად ვიყავი“- სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩხრეკა დასრულდა, პროკურატურის წარმომადგენლებმა სახლი დატოვეს

„ეს უკავშირდება მოძრაობა „სირცხვილიას“, რომელიც გაუქმებულია და ამ ყველაფრის ცალკე, კომიკური ნაწილია. ვითხოვ, ჩხრეკაზე მე და ადვოკატი დაგვასწრონ, არ გვიშვებენ“- მარიამ გეგუჩაძის თქმით, მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

პროკურატურის თანამშრომლები „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლშიც შევიდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g