LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი – ტრამპი ძლიერი ამერიკის შესახებ საუბრობს, მაგრამ, რამდენად ძლიერია, თუ 3,7 მილიონიან ქვეყანას შეუძლია დასავლეთს ზურგი აქციოს, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა მიატოვოს და ჩინეთისა და რუსეთისკენ მიბრუნდეს?

280
Capture

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, France 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკვე ორი თვეა, ქართველი ხალხი ქუჩებში გამოდის და ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნებას ითხოვს.

ზურაბიშვილის თქმით, პროტესტების მთავარი მიზეზი მხოლოდ არჩევნების გაყალბება არ არის, არამედ ის, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებრივი მანდატის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას საფრთხეს უქმნის.

„უკვე 60 დღეა, ქუჩებში გამოსული ქართველი ხალხი ახალ არჩევნებსა და ევროპულ გზაზე დაბრუნებას ითხოვს. ევროპულ გზაზე დაბრუნება ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნაა. მასობრივი საპროტესტო აქციები მხოლოდ არჩევნების მოპარვას არ გამოუწვევია. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტმა, მოსახლეობის მანდატის გარეშე, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ განაცხადეს, რომ ევროპისკენ სვლას აჩერებენ. პრემიერ-მინისტრის ამ გადაწყვეტილებას მოსკოვი მიესალმა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტია ცდილობს საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვოს, თუმცა მისი მცდელობები შედეგს ვერ იძლევა.

„ისინი ვაშინგტონში ლობისტებს მიმართავენ, მაგრამ მათი ე.წ. დიპლომატია არ მუშაობს, რადგან ისინი ქვეყანას აღარ მართავენ. ისინი ქართველი ხალხისა და მთავარი პარტნიორების მიერ იზოლირებულები არიან. დონალდ ტრამპი რეალისტია. ინაუგურაციაზე მისი მთავარი გზავნილი ძლიერი ამერიკის შესახებ იყო. ის ძლიერი ამერიკის შესახებ საუბრობს. მაგრამ, რამდენად ძლიერია ამერიკა, თუ 3,7 მილიონიან ქვეყანას შეუძლია დასავლეთს ზურგი აქციოს, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა მიატოვოს და ჩინეთისა და რუსეთისკენ მიბრუნდეს? რას გააკეთებს ძლიერი ამერიკა, თუ შავი ზღვა ამერიკული ფლოტისთვის დაიკეტება? ასე რომ, სტრატეგიული და რეალური სამყარო არსებობს, რომელთანაც გამკლავება დონალდ ტრამპს, გარკვეული იდეოლოგიების მიმართ მისი სიმპათიების მიუხედავად მოუწევს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g