LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ყურადღებაც კი არ უნდა მივაქციოთ“ – ალუდა ღუდუშაური

119
სალომე და ღუდუშა

„სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ყურადღებაც კი არ უნდა მივაქციოთ, რადგან არ აქვს კონსტიტუციური ბერკეტი, ქვეყნის კურსთან ან ხალხთან მიმართებით რაიმე სახის გარდამტეხი ცვლილება შემოიტანოს და ქვეყანაში არეულობა, ქაოსი იყოს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

დასმულ კითხვაზე, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის RFI-სთვის მიცემულ ინტერვიუსა ეხებოდა და სადაც მან კოალიციურ მთავრობასა და ერთპარტიულ სისტემაზე ისაუბრა, ღუდუშაურმა უპასუხა:

„სალომე ზურაბიშვილი ახალ მწვერვალებს იპყრობს. მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ოფიციალურად, დადასტურებულად კონსტიტუციის დარღვევაში ამხილა, მოლოდინი ნულის ტოლფასი გახდა, რომ ლოგიკურ, სწორ, კონსტიტუციურ გზას დაადგებოდა, მაგრამ მისი განცხადებები ყოველდღე გაოცებას იწვევს.

„იმდენად მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციურ ფლანგზე, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი არ გააჩნიათ.. გვესმის მათი ომახიანი ტონი, რომ ხელისუფლებაში მოდიან და ამასთანავე, გვთხოვენ ბარიერი დავუწიოთ“ – ანრი ოხანაშვილი

სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ყურადღებაც კი არ უნდა მივაქციოთ და დიდი როლი, ფუნქცია არ მივანიჭოთ, რადგან არ აქვს რაიმე კონსტიტუციური ბერკეტი, ქვეყნის კურსთან ან ხალხთან მიმართებით რაიმე სახის გარდამტეხი ცვლილება შემოიტანოს და იყოს ქვეყანაში არეულობა, დესტაბილიზაცია, ქაოსი.

სალომე ზურაბიშვილი: მომავალი არჩევნები შანსია, გადავიდეთ სისტემაზე, რომელიც ემსგავსება კოალიციას

„სტატუსი, რომელსაც იმედია დეკემბერში მივიღებთ, მოტივაციას მისცემს მოსახლეობას საარჩევნო მობილიზაციისთვის, იმის ნაცვლად, რომ აიღონ ჩემოდნები და ემიგრაციაში წავიდნენ"

სალომე ზურაბიშვილის განცხადების ქვეტექსტებს თუ წავიკითხავთ, ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა და მის წისქვილზე წყლის დასხმაა.

ესენი უკვე კოლაბორაციაში იმყოფებიან. მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატებით იქნა გადარჩენილი იმპიჩმენტისგან, ურთიერთვალდებულებაში არიან. ეს არის ცალსახა.

ნახეთ, როგორ აბსურდშია, ადამიანი ამბობს, თითქოს პრეტენზია აქვს არჩევნებთან დაკავშირებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედაც ერთ-ერთი არჩევნების შედეგად, რომელსაც აკრიტიკებს, „ურტყამს“, იყო პარლამენტის წევრი, მათ შორის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში იყო მაჟორიტარი.

„თუ დემოკრატიის გაძლიერება გვინდა ქვეყანაში, საარჩევნო ბარიერი უნდა დაიწიოს“ – დავით ხაჯიშვილი

უნდა დავუსვათ კითხვა, თუ ეს ყველაფერი არალეგიტიმური, წუნდადებული იყო, მაშინ როგორ წარმოედგინა საკუთარი თავი. გარდა ამისა, როგორ მოხდა მისი გაპრეზიდენტება?

დაუსვით კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით, თუ ამ ყველაფერს „ურტყამს“, დემოკრატიული არჩევნები არ ყოფილა და ახალ მოდელზე აქვს საუბარი, თვითონ როგორ წარმოუდგენია თავისი თავი“. – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები