LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამადაშვილი: მინდა მოსახლეობას მოვუწოდო: დღეს თქვენ უსინდისოდ გატყუებენ, რათა სახლში დარჩეთ!

159
bzamochra (1)

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება და აცხადებს, რომ დღეს მოსახლეობამ ძალიან ხმამაღლა უნდა უთხრას მთავრობას, რომ ტყუილები და ხალხის აბუჩად აგდება კმარა.

სალომე სამადაშვილის თქმით, საქართველომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილისა და “მისი პატრონის” ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა დაკარგა.

“პრემიერ-მინისტრისგან ბევრი სიცრუე მოვისმინეთ. მარტივი სიმართლე არის ის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. ვერ მიიღო ძალიან კონკრეტული მიზეზებით, რაც ჩამოთვლილია 12 პუნქტში, რომელიც ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა. მოთხოვნებში ჩაწერილია კონკრეტული რეფორმები მართლმსაჯულების, კორუფციის, დეოლიგარქიზაციის მიმართულებით, რაც ხელისუფლებას დიდი ხნის წინ უნდა განეხორციელებინა, მაგრამ არ გააკეთა.

ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლებამ იგნორირება გაუკეთა მთავარ პრობლემას, რომელიც არის იდენტიფიცირებული ევროპაში როგორც მთავარი დაბრკოლება სტატუსის მისაღებად – ეს არის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის მმართველობა.

ერთადერთი, რასაც დღეს საზოგადოება ღარიბაშვილისგან ელოდა იყო განცხადება გადადგომის შესახებ, რადგან როდესაც ქვეყანა ასეთ ისტორიულ მარცხს განიცდის, ერთადერთი სწორი პასუხი არის განცხადების დაწერა გადადგომაზე.

ღარიბაშვილისა და ივანიშვილის დამსახურებით ქვეყანამ ისტორიული შესაძლებლობა დაკარგა და ვითომ კონსტრუქციული ტონით საზოგადოების მოტყუებას ცდილობდა.

გვახსოვს ხელისუფლება, რომელმაც შარლ მიშელის შეთანხმებას მოაწერა ხელი და შემდეგ გადახია. გვახსოვს, როცა ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოვიდა, შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და მერე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო. დღეს ღარიბაშვილის ამოცანაა, რომ ძალიან სამართლიანად გაბრაზებულმა მოქალაქეებმა სათქმელი არ თქვან თბილისის ქუჩებში”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პრემიერის ბრიფინგიდან განცხადებებს ვრცლად გაეცნობით აქ:

ღარიბაშვილი: ოპოზიცია უკრაინაში საომრად მოხალისეების წაყვანას ითხოვდა, მე არ გავეცი ნებართვა – სხვის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვა უმეცრება და დანაშაულია

ღარიბაშვილი: რა თქმა უნდა, გადადგომას არ ვაპირებ

ღარიბაშვილი: „მზად ვართ, ვიაროთ ოპოზიციის მართულ და კონტროლირებად ტელევიზიებში”

ღარიბაშვილი: ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, ჩვენს ქვეყანას სამუდამოდ გაუხსნეს კარი ევროპაში

პრემიერი ოპოზიციას: ერთად შევასრულოთ პირველი პირობა – პოლარიზების დასრულება, ქვეყნის ინტერესშია არ იყოს გაუთავებელი ჩხუბი

ღარიბაშვილი: „ურსულამ მიულოცა პრემიერს, ბატონმა მიშელმა – ქართველ ხალხს, მგონი ნორმალურია – ნუ ეძებთ ყოველთვის რაღაც ხინჯს, ვეძებოთ პოზიტივი“

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები