LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამადაშვილი პრეზიდენტს: დროა, გადაწყვიტოთ, წულუკიანი რას იტყვის თქვენზე ეს უფრო მნიშვნელოვანია თუ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი

208
BeFunky-collage (5)

პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებასა და კულტურის მინისტრის მიერ საქართველოს პრეზიდენტზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.

თეა წულუკიანი: მთავარია, სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს იყო სიმბოლო, გქონდეს სიმბოლური როლი

“თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას, რადგან ღირსებას ვერ დავთმობთ”- დიმიტრი ხუნდაძე

“ღარიბაშვილი, ხუნდაძე და etc. ვინც არიან, რაც უნდათ, გასაგებია. მათგან არავინ, არაფერს მოელის.

რაც აღარ არის გასაგები, არც მორალური, არც ადამიანური და არც პროფესიონალური სტანდარტით, იმ ხალხის პოზიციაა, ვინც მრავალი წელია მუშაობს ჩვენი ქვეყნის საჯარო სექტორში, საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში.

ამ ადამიანებმა ზუსტად იციან, რომ ეს აღარ არის ის შემთხვევა, როდესაც უარესი ან უკეთესი პოლიტიკური ხელმძღვანელის ქვეშ, მაგრამ მაინც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ემსახურები.

როგორ შეიძლება ხედავდე, რომ შენს სახელმწიფოს მომავალს ართმევენ და გაჩუმდე?

როგორ შეიძლება, იცოდე, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღება უნიკალური, ისტორიული ვითარებით შექმნილი შანსია ამ ქვეყნისთვის, იცოდე, რას ნიშნავს ამ შანსის ხელიდან გაშვება და დავალებას ღარიბაშვილსგან იღებდე?

სწრაფად უნდა ამოიღოთ ხმა, თქვათ სიმართლე, გულზე მოგეშვებათ, მერწმუნეთ. ვშიშობ, მერე გვიანი არ იყოს.

არც საქართველოს პრეზიდენტის პოზიციაა აღარაა გასაგები.

ქალბატონო სალომე, გეთანხმებით, ამ ქვეყნის მომავალი არავის უნდა გადავაყოლოთ…

და დროა, გადაწყვიტოთ, წულუკიანი რას იტყვის თქვენზე ეს უფრო მნიშვნელოვანია თუ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი.

20 ივნისს 20 საათზე, ერთად ვეტყვით მსოფლიოს, რომ ჩვენი ადგილი ევროპაშია.

ამ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის ნახვასაც ვისურვებდი და ყველა პატიოსანი საჯარო მოხელისაც, რომელიც საკუთარ სამშობლოს ემსახურება”,- წერს სალომე სამადაშვილი.

რა წერია „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების“ შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები