ნიკოლა პელტცმა კვლავ მიიქცია საზოგადოების ყურადღება. ბექჰემების რძალი ლოს-ანჯელესში, პილატესის ვარჯიშზე გამოჩნდა და მისი იმიჯი საოცრად ჰგავდა მისი დედამთილის, ვიქტორიას საკულტო სტილს.
„უთავმოყვარეო რძალი, ეს უკვე ღია ომია“ – ნიკოლა პელტცმა ვიქტორია ბექჰემი ერთი ერთში „დააკოპირა”
ნიკოლამ შავი, სპორტული ტანსაცმელი მოირგო, რაც მისი დედამთილისთვის უკვე კარგად ნაცნობი და დასამახსოვრებელი „ლუქია“.
აღნიშნულ იმიჯს პელტცმა ძვირადღირებული აქსესუარი, „ლუი ვიტონის“ 1,430-ევროიანი ჩანთა შეუხამა, რომელსაც წარსულში თავად ვიქტორია ბექჰემიც ხშირად ატარებდა.
„სამარცხვინოდ იქცევა!“, – ასე აფასებენ ნიკოლას გამოჩენას მედიაში.

