LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამართალი აღსრულდა” – ანი შაქარაშვილის პირველი კომენტარი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

990
BeFunky-collage (1)

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და, ანი შაქარაშვილი მცხე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“სამართალი აღსრულდა”.- წერს ანი შაქარაშვილი.

პოსტს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ 16-წლიანი სასჯელი არასაკმარისია.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე 3 ბრალდებულს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

რაც შეეხება, 2 არასრულწლოვანს – ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს, სასამართლომ ისინიც დამნაშავედ სცნო. მათი სასჯელის ზომა 16 მარტს გამოცხადდება.

საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ განაჩენი უკანონოა და არანაირი კავშირი არ აქვს სამართლიანობასთან.

ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ.

ამავე თემაზე:

ყველას ვნახავ პასუხისგებაში მიცემულს ამ უსამართლო გადაწყვეტილებისთვის: შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატი

ეს არის მოსამართლის ბინძური გადაწყვეტილება, საქმეს სტრასბურგში გავასაჩივრებთ: შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრებულების ადვოკატები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g