LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართლებრივ ბრძოლაში რომ მარცხდები, ტროლებისა და ბოტების ბრძოლა იწყება: ლონდა თოლორაია

90
ლონდა თოლორაია

სამართლებრივ და მორალურ ბრძოლაში რომ მარცხდები, ტროლების და ბოტების გამოყენებით შტურმი შემდეგ იწყება ხო? – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც თოლორაია აღნიშნავს, გუშინ დღის მეორე ნახევრიდან ეს “ქარხანა” აქტიურად ამუშავდა.

“წითელი ხაზები დიდი ხანია გადაკვეთილია, მაგრამ წითელი ხაზების კვეთასაც ხომ აქვს საზღვარი. როგორც ჩანს არც ამას აქვს. ვწუხვარ”. წერს სახელმწიფო ინსპექტორი სამსახურის ხელმძღვნელი, ლონდა თოლორაია.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას დეპუტატებმა პირველი მოსმენით ხმა დღევანდელ სხდომაზე უნდა მისცენ.

ცვლილებას, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად ორი დამოუკიდებელი უწყების შექმნას ითვალისწინებს, სამმა კომიტეტმა მხარი გუშინ დაუჭირა. განხილვა ყველაზე ბოლოს იურიდიულ საქმეთა კომიტეტში დასრულდა.

საპარლამენტო უმრავლესობა ინსტიტუტის გაჯანსაღებაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ არცერთ ევროპულ ქვეყანაში საზედამხედველო და საგამოძიებო ფუნქცია ერთ უწყებას არ აქვს.

პოპულარულები