LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამეფო კარის თამაშების“ ავტორები „ვარსკვლავური ომების“ სერიალზე იმუშავებენ

62

სტუდიამ Lucasfilm ახალი სატელევიზიო სერიალი დააანონსა, რომელიც „ვარსკვლავური ომების“ სამყაროში განვითარდება. ცნობილია ისიც, რომ პროექტზე პოპულარული „სამეფო კარის თამაშების“ ავტორები იმუშავებენ.

„ჩვენ უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა, თუმცა ვაღიარებთ, რომ ამ პასუხისმგებლობით ცოტა შეშინებულებიც ვართ. ვღელავთ, თუმცა ერთი სული გვაქვს, როდის დავიწყებთ გადაღებებს, ეს კი მაშინვე მოხდება, რაც „სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონს დავასრულებთ“, – განაცხადეს მათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები