LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

«სამეფო კარის თამაშების» გადასაღები მოედნიდან ნივთები აუქციონზე გაიყიდება

124
r0_0_1920_1079_w1200_h678_fmax

«სამეფო კარის თამაშების» გადასაღები მოედნიდან რეკვიზიტი აუქციონზე გაიყიდება. მთლიანობაში საკულტო სერიალთან დაკავშირებული 2 ათასამდე ნივთი გაიყიდება და აუქციონს Haritage Auctions და HBO ერთად ჩაატარებენ.

ვაჭრობა 10-12 ოქტომბრისთვისაა ჩანიშნული და ლოტების ფასი 500-დან 20 ათას დოლარამდე იქნება. რეკვიზიტს შორის იქნება მთავარი პერსონაჟების კოსტიუმები, აბჯარი, ხმლები და დრაკონის თავის ქალებიც კი.

HBO-ს სურს, რომ სერიალის ფანებს საშუალება მისცეს ისტორიის ნაწილის მფლობელები გახდნენ.

შეგახსენებთ, რომ «სამეფო კარის თამაშები» ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია და მას მილიონობით მაყურებელი ჰყავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები