LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო ოჯახის წევრების ორეულები საახალწლოდ გამოეწყვნენ

63

წინასაშობაო განწყობამ მადამ ტიუსოს მუზეუმამდეც მიაღწია. სპეციალურად ამ თარიღისთვის სამეფო ოჯახის წევრები საახალწლო ტანსაცმელში გამოაწყვეს.

ამიერიდან, სადღესასწაულო დღეების დასრულებამდე, დედოფალ ელისაბედ მეორის, პრინც უილიამისა და ჰარის, კეიტ მიდლტონის, პრინც ფილიპისა და ჩარლზის, ასევე კამილა პარკერის ცვილის ფიგურების ნახვა სახალისო და ფერად, საახალწლო თემატიკის ტანსაცმელში იქნება შესაძლებელი.

მაგალითად, პრინც ჰარის სვიტერზე პინგვინია გამოსახული, დედოფალ ელიზაბეტ მეორის ზედაზე კი სამეფო ძაღლი. რაც შეეხება კეიტსა და უილიამს, მათ ერთი საერთო სვიტერი აცვიათ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი არა მარტო გართობისა და წინასაშობაო განწყობის შესაქმნელად, არამედ ქველმოქმედების მიზნითაც ხორციელდება – შემოსული თანხმები ფონდში Save the Children UK ირიცხება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები