LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი დღის განმავლობაში საქართველოში ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება – მოსალოდნელია მცირე წვიმაც

146

უახლოესი სამი დღის განმავლობაში საქართველოში ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება, მოსალოდნელია მცირე წვიმაც. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 25-27 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – 20-25 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება დედაქალაქს დღეს მოსალოდნელია მცირე წვიმა, ხვალ უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 12 ოქტომბერს კი კვლავ იწვიმებს.

ამასთაბ, 13 ოქტომბერს, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 22-24 გრადუსის ფარგლებში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – 14-19 გრადუსის ფარგლებში იქნება. 13 ოქტომბერს, დედაქალაქში მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი, ტემპერატურა 17 გრადუსი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g