LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი მოცეკვავე ქალი ლიზოს სექსუალური შევიწროებისთვის უჩივის

206
page

ლიზო სკანდალში გაეხვია, მას სამი მოცეკვავე ქალი სექსუალური შევიწროებისთვის უჩივის. არტისტის გუნდის სამი ყოფილი წევრი, არიანა დევისი, კრისტალ უილიამსი და ნოელ როდრიგესი, სასამართლოში „ბოდიშეიმინგისა“ და მტრული სამუშაო გარემოს შექმნის ბრალდებითაც ჩივიან, სარჩელი ასევე რელიგიურ და რასობრივ დისკრიმინაციას მოიცავს.

დევისის განცხადებით, ლიზო მას აიძულებდა, რომ ღამის კლუბის ერთ-ერთი მოცეკვავის მკერდს შეხებოდა. სარჩელში ასევე ნათქვამია ისიც, რომ მოცეკვავეების გუნდის ლიდერი, შირლინ კუიგლი მოცეკვავეებზე რელიგიურ ზეწოლას ახდენდა.

ცნობისთვის, სამივე მოცეკვავე, რომელიც ლიზოს ბრალს სდებს, მომღერალთან 2021 წლიდან მუშაობდა.

ლიზოს საოცარი პერფორმანსი და სრული ანშლაგი O2 Arena-ის სცენაზე

ფოტო/ვიდეო: ლიზომ კიმ კარდაშიანის „ბალენსიაგას“ „ლუქი“ გაიმეორა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები