LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხარაძე: SOS! გვითხრეს, რომ ხვალ რადიოეთერიდან გაგვთიშავენ, მგონია, ეს ამბავი შეგნებულად ხდება, რომ ასეთ დროს ნიუს არეალი გაცილებით შემცირდეს

129
რამაზ სამხარაძე

რადიო “ციტრუსის” დამფუძნებლის, ჟურნალისტ რამაზ სამხარაძის განცხადებით, რადიოსადგურებმა მიიღეს გაფრთხილება, რომ თუ დავალიანებას არ დაფარავენ, ხვალ 12:00 საათიდან ეთერიდან გათიშავენ.

თუ სახელმწიფო დაუყოვნებლივ არ მიიღებს კონკრეტულ ზომებს, რადიოსექტორს ხვალიდან გათიშვა ემუქრება – “რადიოგაერთიანება” მიმართავს ავრცელებს

სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დამოუკიდებელი რადიომედია საფრთხეშია:

“SOS ყურადღება ❗ დამოუკიდებელი რადიომედია საფრთხეშია.

დღეს, მე და კიდევ რამდენიმე რადიოსადგურს დაგვირეკეს და გაგვაფრთხილეს, თუ არ დავფარავთ მიმდინარე დავალიანებას, რომელიც პანდემიის და სარეკლამო ბაზარზე წნეხის ( ყველამ კარგად იცით, რომ სათამაშო ბიზნესის რეკლამა მარტიდან ყველგან აიკრძალა, უკრაინაში მიმდინარე საომარმა პროცესებმა კი დაარტყა სამშენებლო ბიზნესს და მათი რეკლამა გაჩერდა..რომ აღარაფერი ვთქვათ პანდემიისგსნ მიყენებულ ზარალზე, რომელიც ყველას შეგვეხო) შედეგად რადიოსადგურებს დაუგროვდა დავალიანება. მხოლოდ ჰერეთის შემთხვევაში ეს 10.000 ლარამდეა, სხვასთან უფრო მეტი ან ნაკლები.

გვითხრეს, რომ ეთერიდან გაგვთიშავენ ხვალ, დღის 12 საათიდან.

ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ რადიოსადგურებს გარკვეული დავალიანება პანდემიის პერიოდში ეპატიათ. ჩვენ ინტენსიური მუშაობა გვქონდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ამ თემაზე… თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნე, ახლა მედია სხვა გამოწვევების წინაშეა.

განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების უდიდესმა ნაწილმა მედიას მნიშვნელოვანი შეღავათები დაუწესა გადასახადების მიმართულებით, შეამცირა ან დროებით საერთოდ გააუქმა. ჩვენთან არაფერი შეიცვალა. ის კი არა, პირიქით ყოველთვიური გადასახადის გაზრდა სურთ.

დღეს, საქართველოში 45 რადიოა, რომელიც აღმოჩნდა გაკოტრების და დახურვის საფრთხის წინაშე.

ისედაც სტრესულ პერიოდში სამუშაო ადგილებს და ბიზნესს რომ ვინარჩუნებთ ნამდვილად გმირობის ტოლფასია!!! მით უფრო, რომ მთლიანად დამოკიდებული ვართ სარეკლამო ბაზარზე. ჰერეთის სამივე რადიოსადგურის შემთხვევაში ასეა, და ბევრი რადიოს შემთხვევაშიც!

მგონია, ეს ამბავი შეგნებულად ხდება, რომ ასეთ დროს ნიუს არეალი გაცილებით შემცირდეს.

მიუხედავად ჩვენი არაერთი წერილის, შეხვედრის, ზარების და ა.შ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები არ უწესებენ რადიომედიას შეღავათებს.
ტელე რადიო ცენტრის კუთვნილი ანძების სამართალმემკვიდრე საქართველოს მთავრობაა. რომელიც ამ დრომდე გვაიგნორებს.

❗ხვალ კი, როგორც გითხარით, გავითიშებით ეთერიდან ❗

ახლა გერმანიაში ვარ და უკვე იმას ვფიქრობ, პოლიტიკური დევნილის სტატუსი მოვითხოვო, ვინაიდან ჩემი ქვეყანა არ მაძლევს განვითარების შესაძლებლობებს, ის კი არა, როგორ მოგვგუდონ იმას ფიქრობენ.

მივმართავ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ამერიკისა და ევროკავშირის წარმომადგენლობებს საქართველოში: დამოუკიდებელი რადიომედია საფრთხეშია! ვითხოვთ თქვენს ყურადღებას და პროცესებში აქტიურად ჩარევას, რადგან საფრთხე რეალურია.

ყველა კვლევის მიხედვით, რადიომედია ობიექტური და მიუკერძოებელი პლატფორმაა საქართველოს მოსახლეობისთვის და ყოველთვის მაღალი ეთიკური სტანდარტებით მუშაობს.
მედიას გთხოვთ გაიზიაროთ და გაავრცელოთ” – წერს სოციალურ ქსელში რამაზ სამხარაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g