LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ კორეა ცხოველებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებას გეგმავს, ვინც მათ შეურაცხყოფს, შესაძლოა, 3 წლით დაიჭირონ

85
555

სამხრეთ კორეა სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანას გეგმავს. მიზანი შინაური ცხოველებისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭებაა.

ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

აღნიშნულის შესახებ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს დირექტორმა, ჩოუნგ ჯაე-მინმა განაცხადა.

სამომავლო ცვლილებას, რომელსაც ჯერ კიდევ სჭირდება ქვეყნის პარლამენტის მიერ დამტკიცება, სამხრეთ კორეას იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის მოაქცევს, რომლებიც შინაურ ცხოველებს დაცვის უფლების მქონე ცოცხალ არსებებად აღიარებენ, მათთვის გაზრდილი კეთილდღეობისა და სიცოცხლის პატივისცემის უფლებით.

აღნიშნული შესწორების შეტანის მიზეზი ქვეყანაში შინაური ცხოველების მიმართ ძალადობის შემთხვევების ზრდა გახდა.

კანონმდებლის ოფისის მიერ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ცხოველებზე ძალადობის შემთხვევების რიცხვი  2019 წელს 914-მდე გაიზარდა.

სამხრეთ კორეის ცხოველთა დაცვის კანონი აცხადებს, რომ ყველას, ვინც შეურაცხყოფს ცხოველებს ან არის სასტიკი ცხოველების მიმართ, შეიძლება მიესაჯოს მაქსიმუმ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა 30 მილიონი ვონის ($ 25,494) ოდენობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g