LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ კორეაში რელიგიური ჯგუფის ლიდერს კორონავირუსის გავრცელებაში ადანაშაულებენ

141
unnamed (9)

ჩინეთის შემდეგ ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით სამხრეთ კორეა მეორე ქვეყანაა. ჩინეთის შემდეგ დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ სამხრეთ კორეაშია დადასტურებული. ქვეყანაში ბოლო დღის განმავლობაში ვირუსის 476 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 212-ს მიაღწია.

„ალ ჯაზირა“ ინფორმაციით,  ქვეყნის დედაქალაქში, ადგილობრივი რელიგიური ჯგუფის ლიდერების წინააღმდეგ საქმე აღიძრა. საქმის პროკურორები აცხადებენ, რომ ერთ-ერთი რელიგიური სექტის ლიდერებმა, სადაც პირველად კორონავირუსის გავრცელება მოხდა, არ ითანამშრომლეს შესაბამის სტრუქტურებთან, რის გამოც ვირუსი მთელ ქვეყანაში გავრცელდა. ქალაქის მერი აცხადებს, რომ ამ პირებს ზუსტი და დროული ინფორმაცია რომ მათ ზუსტი ინფორმაცია მორწმუნეებს არ მიაწოდეს. შედეგად არ გატარდა ეფექტური ზომები იმ ადამიანთა დასაცავად, ვინც მოგვიანებით ვირუსით დაიღუპა.

აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს BBC-იც, სადაც ნათქვამია, რომ რელიგიური ჯგუფის წევრებმა ერთმანეთი დააინფიცირეს, რამაც ქვეყანაში კორონავირუსის ფართო გავრცელება გამოიწვია.

3 053 დაღუპული და 45 130 გამოჯანმრთელებული: მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ

ბოლო ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 3 053, გამოჯანმრთელებულთა კი – 45 130-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g