LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 053 დაღუპული და 45 130 გამოჯანმრთელებული: მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ

162
2020-wuhan-novel-coronavirus-outbreak-facebook

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 3 053-ს მიაღწია, დაავადებისგან გამოჯანმრთელებული კი – 45 130-ა.

ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ირანშია დაფიქსირებული. აქ ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 54-ია, დაინფიცირებულთა კი – 978.

ჩინეთის შემდეგ დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა სამხრეთ კორეაშია დადასტურებული. ქვეყანაში ბოლო დღის განმავლობაში ვირუსის 476 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 212-ს მიაღწია.

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაშია დადასტურებული, სადაც ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 34-ია, დაინფიცირებულთა კი – 1 694.

რაც შეეხება ვირუსის გავრცელების ეპიცენტრს, ჩინეთს, იქ ბოლო ერთი დღის განმავლობაში ვირუსით კიდევ 42 ადამიანი დაიღუპა და 202 დაინფიცირდა. საერთო ჯამში კი ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 912, დაინფიცირებულთა რიცხვი – 80 000-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები