LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, „ექსპო ჯორჯიასთან“ აქციაზე 10-მდე პირია დაკავებული

79
აქცია-ყრილობა

„ექსპო-ჯორჯიასთან“, სადაც რამდენიმე წუთში „ქართული ოცნების“ ყრილობა უნდა გაიმართოს, ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველებმა მათ საავტომობილო მოძრაობის შეფერხების საშუალება არ მისცეს.

სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებულია 10-მდე პირი და მათივე განცხადებით, აქტივისტები ამ დროისთვის სავარაუდოდ, შსს-ში არიან გადაყვანილი.

“ეს არის ფარსი, ყველაფერი წინასწარ გადაწყვეტილია” – „ექსპო ჯორჯიასთან“, სადაც „ქართული ოცნების“ ყრილობა უნდა გაიმართოს, აქცია იმართება

„ექსპო ჯორჯიასთან“ შეკრებილი არიან მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ წევრები. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ,„ ირაკლი კობახიძე 20 ივნისის მოვლენების შემოქმედია“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g