ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სამოქალაქო კლინიკებს მოშიმშილის მართვის და მისი ჯანმრთელობის მართვის გამოცდილება არ აქვთ.
მდინარაძე არგუმენტად ის გამოცდილებას ასახელებს, თუ როდის შიმშილობდნენ ციხის გარეთ და აღნიშნავს, რომ ამის გამოცდილება აქვს მხოლოდ იმ დაწესებულებას, სადაც დღეს მიხეილ სააკაშვილი იმყოფება:
“გუშინ გამოვიდა ნინო ლომჯარიას მიერ შერჩეული კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი ექიმი. პერსონალზე ვერაფერი თქვა, კარგად დაახასიათა. აპარატურაზეც ვერაფერი თქვა და თქვა, რომ გამოცდილება არის ნაკლები. რა დარჩა, კედლების გამოცდილებაზე იყო საუბარი? თუ ავიღებთ გამოცდილებას, ბოლოს როდის გახსენდებათ ციხის გარეთ შიმშილობა? ანუ ჩვენს სამოქალაქო კლინიკებს ამის გამოცდილება არ აქვს…
მოშიმშილის მართვის, მისი ჯანმრთელობის მართვის გამოცდილება გამოდის, რომ აქვს მხოლოდ იმ დაწესებულებას (რადგან იქ ათეულობით და ასეულობით მოშიმშილე იყო), ციხის იმ საავადმყოფოს, სადაც დღეს არის მიხეილ სააკაშვილი განთავსებული. სხვა კლინიკებს ამისი გამოცდილება არ აქვთ როგორც შიმშილობის, ასევე შემდეგ, სარეაბილიტაციო პერიოდში.” – განაცხადა მდინარაძემ.