ინსაიდერი Ice Universe სოციალურ ქსელში – Weibo, ავრცელებს ინფორმაციას Samsung-ის ახალი ფლაგმანური სმარტფონის შესახებ, რომლის ოპერატიული მეხსიერებაც, არც მეტი არც ნაკლები 8 GB იქნება. მათივე განცხადებით, გაჯეტი 10 ნმ-ის ახალი პროცესორის ძრავზე იმუშავებს, რომლის ფლეშ-მეხსიერებაც UFS 2.1 იქნება.
შედარებით ადრე გავრცელებული ინფორმაციით, Galaxy S8 შესაძლოა ორ ვერსიად იყოს წარმოდგენილი. 5.7 ინჩიანი დისფლეითა და 6 ინჩიანი გვერდებზე Edge მოდელების მსგავსი გლუვი კუთხეებით.
ეკრანის გარჩევადობა 2560 x 1440 პიქსელი და 3840 x 2160 პიქსელი იქნება.
რაც შეეხება თავად პროცესორის ტიპებს, კომპანიამ შეიძლება საავტორო პროცესორი Exynos-ის განახლებული ვერსია 8895 ან Snapdragon 830 გამოიყენოს. ორმაგი კამერით, ვირტუალური ასისტენტითა და Android Nougat-ით.
გაჯეტის სპიკერებზე კომპანია Harman-ი იზრუნებს.
რაც შეეხება მოდელის ფასს, სავარაუდოდ, ახალი სმარტფონის ფასი 880 დოლარიდან დაიწყება.