9 ივლისს, Samsung Electronics-მა წარადგინა ახალი დასაკეცი სმარტფონები: Galaxy Z Fold7 და Z Flip7, რომლებსაც Galaxy AI-ის შესაძლებლობები სრულიად ახალ დონეზე გადაჰყავს. მოწყობილობები აერთიანებს პრემიუმ დიზაინს, ინოვაციურ კამერებსა და ხელოვნურ ინტელექტს, რაც მომხმარებლებს ჭკვიანურ და კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს.
ულტრა დახვეწილი დიზაინი და გამძლეობა
Z სერიის ისტორიაში ორივე მოდელი ყველაზე თხელი და მსუბუქი დიზაინით გამოირჩევა. Galaxy Z Fold7 (215 გრამი) და Galaxy Z Flip7 (188 გრამი) შექმნილია მეტი კომფორტისთვის.
აღსანიშნავია, რომ Galaxy Z Fold7 ყველაზე თხელი და მსუბუქი Fold მოდელია – მხოლოდ 4.2 მმ სიგრძე გახსნილ მდგომარეობაში.
Galaxy Z Fold7-ის ინოვაციური დიზაინი თხელი და მსუბუქია, რითაც მომხმარებელს შეუძლია გამოცადოს კიდევ უფრო დიდი ეკრანი და ნათელი ვიზუალური გამოსახულება.
Galaxy Z Flip7 იმდენად კომპაქტურია, რომ ჯიბეშიც უპრობლემოდ ეტევა.
გაუმჯობესებული Armor FlexHinge და Armor Aluminum Frame, ასევე გარე ეკრანების დამცავი გარსი – Z Fold7-ის Corning® Gorilla® Glass Ceramic 2 და Z Flip7-ის Corning® Gorilla® Glass Victus® 2 უზრუნველყოფს გამძლეობასა და ნაკაწრებისგან დაცვას.
Galaxy Z Fold7-ს აქვს 8 ინჩიანი Dynamic AMOLED 2x ძირითადი ეკრანი და 6.5 დუიმიანი გარე ეკრანი, რაც მათ იდეალურს ხდის მრავალფუნქციური მუშაობისთვის. Galaxy Z Flip7 გამოირჩევა გაუმჯობესებული 4.1 ინჩიანი Edge-to-Edge FlexWindow-ით, რომელიც საშუალებას გაძლევს, მარტივად შეამოწმო შეტყობინებები, გაგზავნო პასუხები და გადაიღო სელფები მობილურის გახსნის გარეშე.
ორივე ეკრანი აღჭურვილია 2,600 ნიტამდე სიკაშკაშით და Vision Booster-ით, ოპტიმალური ხილვადობისთვის მზიან გარემოში.
მძლავრი პროცესორი და გაუმჯობესებული კამერა
ახალი სმარტფონები აღჭურვილია Snapdragon 8 Elite for Galaxy (Fold7) და უახლესი 3nm პროცესორით (Flip7), რომლებიც სპეციალურად მორგებულია Galaxy AI-ის შესაძლებლობებზე, რაც უზრუნველყოფს შეუფერხებელ მუშაობას, რეალურ დროში თარგმნასა და გენერაციულ რედაქტირებას.
Galaxy Z Flip7-ის ელემენტი მუშაობს კიდევ უფრო ხანგრძლივად, ხოლო FlexCam ფუნქცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გადაიღოს სელფები ნებისმიერი კუთხიდან – სწრაფად და მარტივად.
აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კამერის შესაძლებლობებიც:
- Galaxy Z Fold7-ს აქვს პირველი 200MP ფართოკუთხიანი კამერა Galaxy Z სერიაში, რაც უზრუნველყოფს 4-ჯერ მეტი დეტალის აღქმასა და 44%-ით უფრო ნათელ ფოტოებს. Z Fold7-ს ასევე აქვს 10MP 100° კამერა იდეალური ჯგუფური სელფებისთვის.
- Galaxy Z Flip7 აღჭურვილია ორმაგი უკანა კამერით, 50MP ფართო და 12MP ულტრა ფართო ლინზებით. სმარტფონი გთავაზობს Samsung-ის საუკეთესო სელფის კამერას, რომელსაც შეუძლია მაღალი ხარისხის სელფების გადაღება პირდაპირ FlexWindow-დან.
Galaxy Z Fold7-ის ულტრა-კამერის სისტემა სმარტფონს იდეალურს ხდის როგორც ბიზნეს გამოყენებისთვის, ასევე შენი კრეატიული იდეების რეალობად ქცევისთვის.
ორივე მოწყობილობა იყენებს ProVisual Engine-ს და AI გაუმჯობესებულ გამოსახულებას დაბალი განათების პირობებშიც კი, მკვეთრი და დეტალური კადრების მისაღებად. Photo Assist და Portrait Studio ხელსაწყოები AI-ის საშუალებით ამარტივებს რედაქტირებას, ხოლო Audio Eraser აშორებს არასასურველი დეტალებს ვიდეოებიდან.
Galaxy AI – ინტელექტუალური გამოცდილება ყოველ ნაბიჯზე
ორივე სმარტფონი დაფუძნებულია ახალ One UI 8-ისა და Android 16-ის ოპერაციულ სისტემებზე, რითაც ინტუიციურ და ადაპტირებად AI გამოცდილებას გვთავაზობს. Gemini Live გაუმჯობესდა მულტიმოდალური AI-ით, რაც საშუალებას გაძლევს, ხმის ან კამერის გაზიარებით მიიღო შესაბამისი პასუხები და შეასრულო ამოცანები აპლიკაციებს შორის გადართვის გარეშე.
Galaxy Z Fold7 სრულად იყენებს Galaxy AI-ისა და Gemini-ის მულტიმოდალურ ფუნქციონალს, რაც უზრუნველყოფს ერთმანეთთან დაკავშირებულ, ჭკვიან და შენზე მორგებულ გამოცდილებას.
Circle to Search ფუნქცია კი გაწვდის მყისიერ ინფორმაციას, ეკრანზე შემოხაზული ნებისმიერი ობიექტის შესახებ.
Galaxy Z Flip7 აძლიერებს AI შესაძლებლობებს მისი FlexWindow-ის მეშვეობით, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, პირდაპირ გარე ეკრანიდან მიიღონ Gemini Live სერვისები, შეამოწმონ Now Bar-ზე აპლიკაციის აქტივობები და ჰქონდეთ წვდომა პერსონალიზებულ განახლებებზე Now Brief-დან.
Galaxy Z Flip7 გთავაზობს ხელოვნური ინტელექტის მძლავრ ფუნქციონალს – კომპაქტური სმარტფონი, დიდი შესაძლებლობებით.
Samsung Galaxy Z Flip7 FE და უსაფრთხოება
Samsung-მა ასევე წარმოადგინა Galaxy Z Flip7 FE, რომელიც დასაკეცი სმარტფონის გამოცდილებას კიდევ უფრო ფართო აუდიტორიისთვის ხდის ხელმისაწვდომს. Galaxy Z Flip7 FE-ს აქვს 6.7 ინჩიანი ძირითადი ეკრანი და 50MP FlexCam.
უსაფრთხოების კუთხით, ორივე მოწყობილობა დაცულია Knox Enhanced Encrypted Protection (KEEP)-ით, რომელიც ქმნის დაშიფრულ, აპლიკაციაზე მორგებულ ბაზას Knox Matrix უზრუნველყოფს პროაქტიულ დაცვას Galaxy ეკოსისტემაში, ხოლო Secure Wi-Fi გაუმჯობესებულია პოსტ-კვანტუმური კრიპტოგრაფიით, რაც კავშირებს საჯარო სივრცეებში არსებული Wi-Fi ქსელების გამოყენების დროსაც კი უსაფრთხოს ხდის.
ხელმისაწვდომობა
Galaxy Z Fold7-ისა და Galaxy Z Flip7-ის გაყიდვები სულ მალე დაიწყება. Galaxy Z Flip7 შემოთავაზებულია ლურჯ, შავსა და წითელ ფერში, ხოლო Galaxy Z Fold7 ხელმისაწვდომია ლურჯ, შავსა და ვერცხლისფერ ფერებში.
უახლესი სმარტფონების ყიდვას, სულ მალე, საქართველოში სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორებთან შეძლებ.