LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალზე პირველი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო

103

სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალზე პირველი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო.

როგორც “ფორტუნას” რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ავტომაგისტრალის პირველი – 11,5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლოების პროექტის ფარგლებში დაიგება 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, აშენდება 8 სახიდე გადასასვლელი და 27 ხელოვნური ნაგებობა.

ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფუძვლისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის აღნიშული მონაკვეთი ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისსა და გაუწყინარს გაივლის.

“პროექტის დასრულების შემდეგ, მოძრაობა კომფორტული და უსაფრთხო გახდება, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი და გაიზრდება სატრანზიტო მიმოსვლა.”- განაცხადეს სამინისტროში.

პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკრაინული კომპანია RoadBuilding ALTCOM-ი ახორციელებს.

პოპულარულები