LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამუდამოდ დავუსვამ წერტილს იაგო ტალახაძეების (პოლიციის უფროსი) და ლუკა გამყრელიძეების (რაიონის მთავარი პროკურორი) თარეშს! დავასრულებ იმ გულგრილი ექიმების ბოგინს, ერთმანეთის ხალათების დასაცავად, პაციენტის ისტორიასაც კი რომ აყალბებენ და ღირსეული ექიმების სახელს ლაფში სვრიან!“ – ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

2208
ეკა კუპატაძე გიგა ავალიანი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ „სამუდამოდ დავუსვამს წერტილს იაგო ტალახაძეების (პოლიციის უფროსი) და ლუკა გამყრელიძეების (რაიონის მთავარი პროკურორი) თარეშს!“.

ვიდეო: „ძალიან შეეშალა ღმერთს გიგასთან. მე ისეთი ცხოვრება გავიარე ჩემთანაც შეეშალა… ზენიტში ვიყავი და უცებ დამანარცხა ცხოვრებამ…“ – ეკა კუპატაძის უახლესი ინტერვიუ „ნანუკა ჟორჟოლიანის“ შოუში

ასევე, „დაასრულებს იმ გულგრილი ექიმების ბოგინს, ერთმანეთის ხალათების დასაცავად, პაციენტის ისტორიასაც კი რომ აყალბებენ და ღირსეული ექიმების სახელს ლაფში სვრიან!“.

„✅არ წავიქცევი, არ ვუღალატებ ჩემს შვილს!!!

უკვე ვისწავლე უხმოდ ბღავილი, მაგრამ მაინც ამაყვირა „უშვილოდ შვილის დღეობა!“-მ….
მძიმე დღეები მქონდა, დავსივდი კიდეც…

მაგრამ ისევ წამოვდექი, ისევ აქა ვარ და ისევ მეიმედებით ბრძოლაში!…

მე რომ უსუსურად ვეგდე ეს რამდენიმე დღე, თქვენ არ მიგივიწყებიათ ჩემი გიგა, აჭრელებული დამხვდა ფეისბუქი და ტიკ-ტოკი, სავსე ჩემი მესენჯერი…

♥️✊მაოცებთ და მაძლიერებთ!…

👉გაბაშვილი-რიკაძის სასამართლო არის 9 თებერვალს, ჩიქოვანი-ნასყიდაშვილისა კი – 13 თებერვალს.

რიკაძის ადვოკატსაც უთქვამს ჩემი ადვოკატისთვის, „გაგვაფრთხილეს და ველოდებით ბრალის დამძიმებას“-ო. 

❌მე ამით მაინც არ მოვდუნდები, ბრალი არა მარტო დამძიმებული, არამედ დაცული უნდა იყოს ყველა ინსტაციაზე! 

➡️ვხედავ პროკურატურის სწორ გეზს, გამოყოფილი, ახალი საქმის გამოძიებიდანაც დიდი მოლოდინი მაქვს, მაგრამ ერთ გადამცდარ ნაბიჯსაც არ ვაპატიებ!

📌ყველაფრის ფასად დავიცავ ჩემს ღირსეულ შვილს!!!

📌სამუდამოდ დავუსვამ წერტილს იაგო ტალახაძეების (პოლიციის უფროსი) და ლუკა გამყრელიძეების (რაიონის მთავარი პროკურორი) თარეშს!

📌დავასრულებ იმ გულგრილი ექიმების ბოგინს, ერთმანეთის ხალათების დასაცავად, პაციენტის ისტორიასაც კი რომ აყალბებენ და ღირსეული ექიმების სახელს ლაფში სვრიან!

📌აუცილებლად შევაცვლევინებ სახელმწიფოს, კანონს არასრულწლოვნებზე!

📌ბოლომდე მოვუჭერ აღვირს მშობლებს, ვისაც შვილის გაზრდა არ შეუძლია!

📌პასუხს ვაგებინებ სკოლის დირექტორებს, ვინც განგაშს არ ტეხს არასრულწლოვნების გარყვნილებასა თუ სადისტურ/მანიაკალურ ქცევებზე და მერე ყველა მასწავლებლისკენ იშვერს თითს!

📌📌📌მწარედ ვაგრძნობინებ უდანაშაულო სისხლის და ძაძების ფასს ყველას!!!

✅✅✅ისევ დავდგეთ ერთად, ისევ არ გავუშვათ ხელი ერთმანეთს, ჩვენ თვითონ ვშვათ ჩვენი მომავალი!!!

⛔ამას არ გაგვიკეთებს რბილ სავარძლებში მოკალათებული, ,,შარვალ-კოსტუმში” გამოწკეპილი, ღაბაბ განებივრებული ალექსანდრე დარახველიძეები!..

მერე რა, რომ ევალებათ, კომფორტის ზონის დათმობა არც ისე იოლია…

მეც კი, მეც კი, მხოლოდ ჩემმა სიმწარემ ამაღრიალა… ვიბრძოლოთ მხარდამხარ მანამ, სანამ ბანს თქვენი სიმწარე მომცემს!

✊მეიმედებით ამ ბრძოლაში!!!

P.S. უჭირს ჩემს ფეისბუქს და გთხოვთ, დამეხმარეთ ინფორმაციის გავრცელებაში“, – წერს ეკა კუპატაძე. 

ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა.

არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ. -ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g