LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამწუხაროდ, შესაძლებელია, რომ კორონავირუსის გადატანიდან რამდენიმე დღეშიც დაინფიცირდეს ადამიანი: ალექსანდრე გოგინავა

748
გოგინავა

„სამწუხაროდ, შესაძლებელია, რომ კორონავირუსის გადატანიდან რამდენიმე დღეშიც დაინფიცირდეს ადამიანი“, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით საქართველოში რეინფიცირების ყველაზე მოკლე დროდ 1 თვე, თვე-ნახევარია დაფიქსირებული.

უკეთ იცავს „ომიკრონისგან“ – ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განმარტება, რომელი პირბადე გვიცავს დაინფიცირებისგან

„სამწუხაროდ, შესაძლებელია, რომ კორონავირუსის გადატანიდან რამდენიმე დღეშიც დაინფიცირდეს ადამიანი. თუმცა, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ყველაზე ადრეული პერიოდი, როდესაც დაინფიცირდა იყო 1 თვე ან თვე-ნახევარი. თუ ადამიანს გადატანილი აქვს კორონავირუსის რომელიმე შტამი და ვაქცინირებულია, ასეთი ადამიანების რეინფიცირების რისკი დაბალია. ვაქცინაცია 100%-ით არ გვიცავს, მაგრამ გვიცავს, როგორც რეინფექციისგან, ასევე დაავადების მძიმე მიმდინარეობისგანაც“, – განაცხადა გოგინავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g