LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამყარო გაოცდება“ – მეგან მარკლის ნახევარ და პრინცის მომავალ მეუღლეზე საუბრობს

158

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ერთმანეთს წელიწადზე მეტია, რაც ხვდებიან, შესაბამისად, მსახიობი მუდმივად პრესის დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მიუხედავად ამისა, 36 წლის მარკლზე ბევრი არაფერია ცნობილი.

მიმდინარე წლის აპრილში, მსახიობის ნახევარმა დამ, 52 წლის სამანტა გრანტმა მარკლზე ისაუბრა. ახლა კი, როდესაც მთელი მსოფლიო მეორე სამეფო ქორწილზე ლაპარაკობს, სამანტამ ტელეინტერვიუს მიცემა გადაწყვიტა:

„ის უჩვეულოდ საყვარელია. ის არის ძლიერი, განათლებული, მომხიბვლელი და ძალიან საქმიანი. ბრიტანეთი და მთელი სამყარო სასიამოვნოდ გაოცდება, იმდენად კარგი ადამიანია მეგანი. ის ძალიან ბევრს გააკეთებს საზოგადოებისთვის. სამყარო გაოცდება“, – ყვება სამანტა, რომელმაც ჯერ კიდევ აპრილში დარწმუნებით განაცხადა, რომ პრინცი მასთან ურთიერთობას გაწყვეტს, ხოლო სამეფო ოჯახი სრულებით არ მიიღებს მას. მაშინ სამანტამ მეგანს საკუთარ თავზე შეყვარებული ეგოისტი ადამიანი უწოდა.

როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ პრინცს და მარკლს ყველაფერი სერიოზულად აქვთ, გრანტმა პრინცის მომავალ ცოლთან ურთიერთობის დალაგება გადაწყვიტა.

სამანტამ ქოწილში წასვლის სურვილიც გამოთქვა და განაცხადა, რომ თუ არ დაპატიჟებს, გული დასწყდება, თუმცა არ ეწყინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები