LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამყარო გვაძლევს საშუალებას მაისიდან ვიბედნიეროთ და ვიყოთ წარმატებულები იმ შემთხვევაში, თუ ძველ საქმეებს დავასრულებთ“ – რა რიტუალები უნდა ჩავატაროთ მზის დაბნელების პერიოდში – ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას რეკომენდაციები

1389
BeFunky-collage (5)

რა რიტუალები უნდა ჩავატაროთ მზის დაბნელების პერიოდი – ეზოთერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ ამის შესახებ „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

როგორც ეზოთერიკოსი აღნიშნავს, 8 აპრილს, 10:00 საათიდან დღის ბოლომდე მნიშვნელოვანი პერიოდია.

„ამ დღეს კონფლიქტების გარეშე უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით ოჯახში, ასევე საჭესთან. არ უნდა ვიყოთ აგრესიულები, ვიყოთ  მაქსიმალურად ფრთხილად და დავიცვათ ყველა რეკომენდირებული წესი, არ გამოვხატოთ ნეგატივი სხვა მძღოლების მიმართ.

გარდა ამისა, არ ვაკეთებთ ახალ შენაძენს, არ მივიღოთ მძიმე საკვები.

რაც შეეხება რიტუალს, რომელიც უნდა შევასრულოთ – 23:55 წუთზე ავიღოთ ნებისმიერი სახის გასაღები, დავხუჭავოთ თვალები და წარმოვიდგინოთ, რომ ეს გასაღები ჯადოსნურია, ჩვენი წარმატების გასაღებია. ასევე, სიმბლოლურად შეგვიძლია ოქროსფერი ძაფი, მატერია შევიბათ ხელზე, ჩავიფიქროთ სურვილი – ეს ბედნიერებას და წარმატებას მოგიტანთ.

8 აპრილს, 10:00 საათიდან დღის ბოლომდე მნიშვნელოვანი პერიოდია. ყველა ძველი საქმე უნდა მოვაწესრიგოთ, მოვაგვაროთ და ჩავხუროთ. ამ შემთხვევაში, სამყარო მოგვცემს საშუალებას მაისიდან ვიბედნიეროთ და ვიყოთ წარმატებულები”, – ამბობს ეზოთერიკოსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები