საუდის არაბეთის ქალთა ნაკრებმა ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა.
ახლო აღმოსავლეთის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში სეიშელის კუნძულების გუნდი დაამარცხა 2:0.
ისტორიაში პირველი გოლის ავტორი გახდა ალ-ბანდარი მუბარაკი.
შეგახსენებთ, საუდის არაბეთში მხოლოდ 2018 წელს დართეს ქალებს ნება ფეხბურთს დასწრებოდნენ. 2020-ში კი ქვეყანაში ქალთა ლიგის მატჩების ჩატარება დაიწყეს.