LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამზარეულოში ფუსფუსი მიყვარს, ჯადოსნური ხელები მაქვს“- მანიკა ასათიანი

107
page

„ფორტუნა პლუსის“ დილის სტუმარია მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი, რომელმაც ახალი წლის გეგმები გაგვანდო. 

სად და როგორ ხვდები ხალ წელს?

როგორც იცით, ახლა „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მიმდინარეობს და 31 ში ლაივია, შესაბამისად იქ ვიქნები. წინასაახალწლოდ ფუსფუსი ჩემს ოჯახშიც იქნება. როგორც წესი, ან ბექას ოჯახთან მივდივართ ხოლმე, ხან ჩემებთან, დიდი ოჯახი ვიკრიბებით. სახლის მორთვა ჯერ არ დამიწყია, ნაძვის ხეც არ დამიდგამს, ფიზიკურად ვერ მოვიცალე. თუმცა წავკისში, სადაც ახალ წელს შევხვდებით უკვე დგას ნაძვის ხე. გოზინაყს მე ვაკეთებ ხოლმე. დრო მაქვს თუ არა, სამზარეულოში ფუსფუსი მიყვარს და ვცდილობ, რაღაცეები გავაკეთო ხოლმე, ჯადოსნური ხელები მაქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები