სან-ფრანცისკოს მოსახლეობამ უპილოტო ტაქსების დევნა დაიწყო. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, კალიფორნიელთა უმრავლესობას ამერიკული მეგაპოლისის ქუჩებში უპილოტო ტაქსების დიდი რაოდენობა ძალიან აღიზიანებს. უკმაყოფილო მოქალაქეები დაჯგუფება Safe Street Rebel-ში გაერთიანდნენ და უპილოტოების განეიტრალების მეთოდი მოიფიქრეს. აღმოჩნდა, რომ ამისთვის საკმარისია უპილოტო ტაქსის კაპოტზე ზოლებიანი პლასტმასის კონუსი დაიდგას, ისეთი როგორსაც საგზაო სამუშაოების დროს იყენებენ ხოლმე.
„საგზაო უსაფრთხოების“ ბანდის წევრები ერთმანეთს უზიარებენ ტაქსების ფოტოებს, რომელთა გაჩერებაც მათ შუა გზაზე კონუსის დახმარებით შეძლეს. როგორც გამოცდილებამ აჩვენა, წითელ-თეთრ ფერში შესრულებული კონუსი ავტონომიური მართვის სისტემას აბნევს და მანქანა მოძრაობას წყვეტს. პროგრამული ალგორითმი ისეა მოწყობილი, რომ ასეთი შემთხვევებისთვის გათვალისწინებულია ექსტრემალური გაჩერება, მანამ სანამ წინაღობა არ გადაილახება.