LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიონალები არ დაიწყებენ მუშაობას და ციფრების უკან დაინახავენ ადამიანებს, დევნილების პრობლემებს არაფერი ეშველება: პაატა ზაქარეიშვილი

123
cms-image-000050564

„დევნილთა პრობლემური საკითხების მოგვარების კუთხით, ხელისუფლება მნიშვნელოვნად გააქტიურდა, თუმცა მიუხედავად ამისა პრობლემები არ მცირდება, არამედ იზრდება“,-ამის შესახებ ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

როგორც ექსპერტმა განმარტა, ხელისუფლებას ალბათ რესურსები არ ჰყოფნის, მეტი გამჭირვალობა შეიტანოს საქმიანობაში.

„ხელისუფლება მნიშვნელოვნად გააქტიურდა ბოლო წლებია, თუმცა მიუხედავად ამისა პრობლემები არ მცირდება, არამედ იზრდება და ეს არის სამწუხარო ფაქტი. ალბათ რესურსები არ ჰყოფნის ხელისუფლებას, მეტი გამჭირვალობა და მონდომება შეიტანოს საქმიანობაში.

უფრო ფორმალური და ბიუროკრატიულია დევნილების მიმართ დამოკიდებულება ვიდრე ადამიანური.

ეს არ დაწყებულა ახლანდელი ხელისუფლების დროს, დევნილებში პრობლემები მრავალი წელია არსებობს.

არის განცდა, რომ ბინების გადანაწილება ხდება არა გამჭირვალედ, ხშირ შემთხვევაში უნებლიეთ და კორუფციის სქემის ნაწილია.

არსებობს დევნილთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც მეტნაკლებად ახლოს არის გარკვეულ სიკეთეებთან. სტრუქტურებთან და უფრო იოლად ღებულობენ ბინებს. არსებობს გადანაწილების და შეფასების უსამართლო პრინციპები.

ვითხოვთ, პასუხისმგებლობა დაეკისროს დავით ფაცაციას და ზურაბ აზარაშვილს და დაკავებული თანამდებობები დატოვონ: „ნაციონალური მოძრაობა“

"სახელმწიფომ, კონკრეტული თანამდებობის პირების სახელით დასცინა და სიცოცხლეზე უარი ათქმევინა ჩვენს ყველაზე უფრო მრავალტანჯვაგამოვლილ მოქალაქეებს"

ამ ყველაფერს ხელისუფლება ან ვერ ხედავს ან არ ხედავს, გარიგებებს აქვს ადგილი, ამიტომ ეს გამწარებული ხალხის ქმედება საკმაოდ სიმპტომატურია, საშინელება მოხდა სანატორიუმ „ქართლში“. ვუსამძიმრებ ოჯახს და მიმაჩნია, რომ ძალიან მძიმე სიტუაცია შეიქმნა.

მათი ეს სასოწარკვეთილი დამოკიდებულება არის სწორედ ამ გაუსაძლისობიდან გამომდინარე, რომ ვიღაცეები რაღაცეებს ღებულობენ და ვიღაცეები არასდროს არაფერს, უსამარლობას და უთანასწორობას ხედავენ დევნილები.

სახალხო დამცველი დევნილთა სააგენტოს მოუწოდებს, სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებლებისთვის, ქირით უზრუნველყოფის დაპირება გასცეს

ნაკლებად ბიუროკრატია და მეტად ადამიანური თანადგომაა საჭირო. დევნილები აწყდებიან ცივ კედელს, როდესაც თავიანთ გაჭირვებაზე საუბრობენ“,-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

დიმიტრი ხუნდაძე დევნილის გარდაცვალებაზე: ვიმედოვნებ, ბინების მოლოდინში მყოფი დევნილი მოსახლეობის მდგომარეობა მალე გამოსწორდება და მსგავს საპროტესტო ფაქტებთან შეხება აღარ გვექნება

„სამწუხაროდ, ქვეყნის ბიუჯეტიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება ყველას ერთდროულად დაკმაყოფილება, ეს შესაბამისი შეფასებითი კრიტერიუმების მიხედვით მიმდინარეობს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ექსპერტი მიესალმება სახალხო დამცველის ინიციატივას, რომელიც გულისხმობს ომბუდსმენის აპარატის მზაობას, იყოს შუამავალი დევნილებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის.

„სახალხო დამცველის ინიციატივას მივესალმები, მაგრამ თუ სახალხო დამცველი ჩადგება შუამავლად, მაშინ რაში გვჭირდება ჯანდაცვის სამინისტრო?

სახალხო დამცველის ჩართულობას მივესალმები, მაგრამ ეს არ უშველის საქმეს თუ ის ბიუროკრატია, უგულო და მიფურთხებული დამოკიდებულება, რაც ხდება ამ სამინისტროში დევნილების მიმართ, არ გამოსწორდება, იქ პროფესიონალები არ დაიწყებენ მუშაობას და ციფრების უკან დაინახავენ ადამიანებს.

ნამდვილად მოუსმენენ მათ და შეამოწმებენ საეჭვო ფაქტებს, რომელიც არსებობს ამ სფეროში.

ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან, უბედური შემთხვევაა – მინისტრი სანატორიუმ “ქართლში” მამაკაცის გარდაცვალებაზე

დევნილთა დასახლებაში, „ქართლში“ უბედურება მოხდა – კაცი გადმოხტა და თავი მოიკლა: ელენე ხოშტარია

ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ – ჯანდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით

„ეს ღირდა ამ ბინის საფასურად? განა რას ითხოვდა საწყალი? როგორც ლაპარაკობენ, არაადეკვატური იყოო…“ – გარდაცვლილი დევნილის და

არც მინისტრი შეხვდა დევნილებს და არც პრემიერ-მინისტრი – ფეხებზე დაიკიდეს მათი პრობლემა: ნიკა გვარამია

დევნილთა დასახლებაში, „ქართლში“ უბედურება მოხდა – კაცი გადმოხტა და თავი მოიკლა: ელენე ხოშტარია

კიდევ ერთი ტრაგედია ხელისუფლების დაუდევრობით და უმოქმედობით: გიორგი ვაშაძე დევნილთა დასახლებაში მომხდარზე

მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ „ქართლის“ დევნილების საკითხი: ელენე ხოშტარია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები