LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრო ბრეგაძე და მისი გუნდი პოლიტიკაში მოდის

614
marshi

ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში სანდრო ბრეგაძე და მისი თანამოაზრეები ერთვებიან. „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი რამდენიმე ჯგუფთან ერთად პოლიტიკურ ორგანიზაციას აყალიბებს, რომელიც მონაწილეობას 2020 წლის არჩევნებში მიიღებს.

ბრეგაძის თქმით,  „ქართული მარში“ პოლიტიკაში საზოგადოებრივი ორგანიზაციის სახით აქამდეც იყო. ახლა კი ის „არმიის კონტროლის სამოქალაქო ჯგუფთან”, მოძრაობა „ეროვნულებსა” და ორგანიზაცია „ფართან” ერთად საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას აყალიბებს.

ბრეგაძის ინფორმაციითვე, მოლაპარაკებები ამ ჯგუფებთან უკვე დასრულებულია და შეთანხმებაც მიღწეულია. ახლა ყრილობის ადგილთან დაკავშირებით მსჯელობენ.

„გვინდა, ყრილობა გაიმართოს ფილარმონიაში ან სპორტის სასახლეში, ანუ ამ ყველაფერს მომზადება სჭირდება, რომ მრავალრიცხოვანი იყოს. ორგანიზაციის ლიდერები ჩემთან ერთად იქნებიან: დავით ნემსაძე, ერმილე ნემსაძე და მოძრაობის წევრები“, – ამბობს სანდრო ბრეგაძე.

მათი ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რასაც პარლამენტში შეიტანენ, კანონმდებლობაში მოქალაქის ეროვნებისა და მამის სახელის ჩანაწერის დაბრუნება იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g