მსახიობმა რუსკა მაყაშვილმა პოდკასტში „მძიმე წერტილი“ ოჯახური ცხოვრებისა და მეუღლესთან, სანდრო ნიჟარაძესთან დაშორების შესახებ ისაუბრა. მსახიობმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება შვილებისთვის რთულად მისაღებია, თუმცა ორივე მშობელი ცდილობს პროცესის შემსუბუქებას.
„ეს ისეთი თემაა, რომელსაც ვერ ვეგუები. ძალიან რთულია მშობლებისთვის, თუნდაც მხოლოდ საკუთარ თავზე, ეგოისტურად რომ ვისაუბროთ. მათი ტკივილი მაინც ყველაზე მთავარია როგორ განიცდიან და ღელავენ მშობლების გაშორებას. ჩემთვის ეს ასმაგად რთულია. ბავშვები გარკვეულ პერიოდს ჩემთან ატარებენ, გარკვეულს კი სანდროსთან. მათ ხომ დედაც სჭირდებათ და მამაც. მეც და სანდროც მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს პროცესი მათთვის შევუმსუბუქოთ.“
კითხვაზე, რას აკეთებს მაშინ, როცა შვილები მამასთან არიან, რუსკა პასუხობს, რომ მთელ დროს სამუშაოს უთმობს. რაც შეეხება საკუთარ თავთან მარტო დარჩენის შიშს, მსახიობი ამბობს:
„არა, საერთოდ არ მეშინია. საკუთარ თავთან ბევრჯერ დავრჩენილვარ და ეს მდგომარეობა ძალიანაც მომწონს. ძირითადად მომავალზე ვფიქრობ, იმაზე, რომ ყველაფერი ჩემით დავალაგო, რადგან ჩემ გარდა დამლაგებელი არავინაა, სამწუხაროდ. მინდა, ყველაფერი ისე მოვაწყო, რომ ჩემს შვილებსაც და მეც კარგად გვქონდეს საქმე, რადგან ჯანსაღი, მშვიდი და ბედნიერი დედა ბედნიერ შვილებს ნიშნავს“.
მსახიობმა ინტერვიუში ყოფილ მეუღლეზე საუბარი არ ისურვა:
„სანდროზე მეტს საუბარს არ ვაპირებ. ერთს გეტყვით: ოფიციალურად გავიყარეთ და ურთიერთობა დავასრულეთ.“
კითხვაზე, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება დაშორების შემდეგ, რუსკამ მოკლედ უპასუხა
„ამაზე ბევრი არ მიფიქრია, გარდა იმისა, რომ ახლა გაცილებით უკეთესად ვსუნთქავ.“
