LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანქციების ტექსტი, ენა ძალიან ზოგადი და ფართოა, თუკი ქართული ბანკები არ დაემორჩილებიან, ეს მათ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან და სვიფტის სისტემისგან მოწყვეტს – ივანიშვილი არ არის ხელშეუხებელი ბატონი“ – ლორა თორნტონი

261
ლორა თორნტონი ბიძინა ივანიშვილი

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური პროგრამების ხელმძღვანელი ლორა თორნტონი ეხმაურება და „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრობს „რატომ დაუწესა ამ ეტაპზე სანქციები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს და რა არის ვაშინგტონის მთავარი გზავნილი?“.

„ვფიქრობ, ეს ბევრი მიზეზითაა მნიშვნელოვანი. მაგრამ ვიტყოდი, რომ ყველაზე მთავარი მიზეზი ისაა, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ და მთელ ქართულ საზოგადოებას უგზავნის მესიჯს, რომ ის არ არის უძლეველი. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დიდი დრო დახარჯეს ჩვენთვის იმის მტკიცებაში, რომ ეს არასდროს მოხდებოდა, რომ ეს ყველაფერი ცარიელი მუქარა იყო, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ეს მოხდა, და ეს ნიშნავს, რომ ის [ივანიშვილი] მოწყვლადია. ვფიქრობ, ყველაზე დიდი შესაძლო გავლენა ამ სანქციებისა ისაა, რომ ამას შეუძლია აჩვენოს, რომ არსებობს სისუსტე, რამაც შესაძლოა გააჩინოს სხვადასხვა ბზარი და ნაპრალი „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის.

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა

„აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის დაასანქცირა“ – ენტონი ბლინკენი

„მივესალმები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, მას ამერიკა სძულს და ჩინეთი და ირანი უყვარს – საქართველოს დაუყოვნებლივ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“ – ჯო უილსონი

ენტონი ბლინკენის განცხადება ძალიან კონკრეტული იყო იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი ისჯება არა მხოლოდ საქართველოში არადემოკრატიული ქმედებებისთვის, არამედ რუსეთის [სასარგებლოდ] მოქმედებისთვის.

ამ სანქციებს გავლენა ექნება უფრო პრაქტიკული მიზეზებითაც, ეკონომიკური მიზეზით. ივანიშვილმა ალბათ უკვე გადამალა თავისი ფული, მაგრამ ეს ყველაფერი ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებას უკიდურესად ართულებს. სანქციების ტექსტი, ენა ძალიან ზოგადი და ძალიან ფართოა. ასე რომ, ეს შეიძლება შეეხოს საბანკო ოპერაციებსაც. მაგალითად, თუკი ქართული ბანკები არ დაემორჩილებიან სანქციებს, ეს მათ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან და სვიფტის სისტემისგან მოწყვეტს. ამას გავლენა ექნება [ივანიშვილის] ამერიკის გარეთ არსებულ ბიზნეს ინტერესებზეც, თუკი არის რომელიმე მეწილე ან ინტერესი ამერიკაშიც. ნახსენებია ივანიშვილთან არაპირდაპირი კავშირიც, ეს შეიძლება მოიცავდეს მის შვილებსაც კი. ვფიქრობ ამაში უფრო მეტი გზავნილია: რომ არ არის ხელშეუხებელი ბატონი, რომელიც სათავეშია. ის აბსოლუტურად ხელშესახები კაცია. ასევე, ამას მოჰყვება ძალიან პრაქტიკული ფინანსური შედეგები საქართველოსთვისაც, ეს კი გაცილებით უფრო ფართო იქნება, ვიდრე უშუალოდ ივანიშვილი“, – აცხადებს ლორა თორნტონი.

პრემიერ-მინისტრი კობახიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი დე-ფაქტო ისედაც სანქცირებული იყო და ამერიკის ეს გადაწყვეტილება არაფერს ცვლის გარდა იმისა, რომ არის საფასური, რომელსაც ისინი “ეროვნული ინტერესების დაცვისთვის იხდიან. რას ფიქრობთ ამ პასუხებზე?

„არ მგონია პრემიერ-მინისტრსაც ბევრი არჩევანი ჰქონდეს. მე სულაც არ მიკვირს, რომ ის ცდილობს თავი მოიკატუნოს, თითქოს ამას არანაირი გავლენა არ ექნება და დაარწმუნოს ქართული საზოგადოება, რომ კვლავ ისინი მართავენ სიტუაციას, მაგრამ სინამდვილე ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ იყო სანქცირებული, “კრედიტ სუისი” (შვეიცარული ბანკი, რომელთანაც მას დავა ჰქონდა) ამერიკასთან არაფერ შუაშია. ასე რომ, ვფიქრობ, ყველას, ვისაც კი მცირედი ინტელექტი ან მცირე მოკვლევის უნარი მაინც აქვს, შეუძლია გაიგოს, რომ ეს უბრალოდ სიცრუეა. ისინი კი კვლავ ეცდებიან დაამშვიდონ [საზოგადოება] და თავი მოაჩვენონ, თითქოს დიდი არაფერი მომხდარა. ზუსტად ისევე, როგორც ეს სხვა სანქცირებული მაღალჩინოსნების შემთხვევაში გააკეთეს. როდესაც ისინი დააწინაურეს და გამოიყენეს სახელმწიფო ფინანსები იმისთვის, რომ მათთვის სანქციების ფინანსური წნეხი დაებალანსებინათ. მათ ამის გაკეთება დასჭირდათ, რათა რეჟიმის შიგნით საკუთარი რიგებივე შეენარჩუნებინათ. და ეს ჩემი აზრით, მათ სისუსტეს აჩვენებს“, – აცხადებს თორნტონი.

„ეს არის რეალურად ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“ – ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე

„კარგავს იმას, რაც მისთვის ყველაფერია“ – ნიკა მელია აშშ-ს მიერ ივანიშვილის დასანქცირებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g