LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოცარი ისტორია: მამამ შვილს ოცნების ოთახი მოუწყო (ფოტოები)

მამამ შვილს ოთახი საყვარელი გუნდის გასახდელად უქცია.
შესანიშნავი ისტორია ინგლისიდან.

ადგილი, სადაც სასწაული ხდება: ინგლისი, პრენტონი (ქალაქ ბერკენჰედის გარეუბანი, ნახევარი საათი უნდა ელექტრომატარებლით ლივერპულამდე). ადგილობრივი სიამაყე – „ტრანმერ როვერსი“, რომელიც მეოთხე ლიგაში გამოდის.

„ტრანმერის“ პატარა ქომაგი დიდი ხანი ოცნებობდა ოთახზე, რომელიც საყვარელი კლუბის სამყაროში შეიყვანდა და ამის შესახებ მამას მოუყვა. მან დაიმახსოვრა და… იდეალური რემონტი გააკეთა.

ოთახი სრულად შეიცვალა. ახლა კედელზე „როვერსის“ ლეგენდის ჯონი კინგის ციტატებია: მე არ შემიძლია წარმატების გარანტია მოგცეთ, მაგრამ მთვარეზე მოგზაურობას გპირდებით (იგულისხმება, რომ ყოველთვის საინტერესო იქნება).

ინტერიერის დიზაინი საოცარია: საკლუბო შარფები, პოსტერები, ლამინირებული მაისურები მოთამაშეების ავტოგრაფებით, ტაქტიკური დაფა და თეთრეული საკლუბო ემბლემით.

ყველაზე მაგარი კი მინი-გასახდელია. სკამზე, რომელიც მამამ თავად გააკეთა, სამი მაისური კიდია კლუბის თავდამსხმელების გვარებით და ერთიც მეკარის ჩასაცმელი.

მარცხნივაა 6 წყვილი ბუცის დასალაგებელი. ესეც მამამ თავად გააკეთა.

ტვიტერზე ფოტოები ბედნიერი ბიჭის დედამ გააზიარა. მისმა პოსტმა ათასობით მოწონება დაიმსახურა. გამოეხმაურა კლუბის ვიცე-თავმჯდომარე ნიკოლა პალიოსი და ფორვარდი ჯეიმს ნორვუდი, რომლის მაისური ამშვენებს კიდეც ბიჭის ოთახს.

ოჯახი კიდევ დაუნის სინდრომის მქონე გოგონას ზრდის. მასაც უყვარს ფეხბურთი, თუმცა უფრო ტანვარჯიშითაა გატაცებული. ვინ იცის, იქნებ მასაც ელოდება სიურპრიზი როგორც მის ძმას.