LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საოცრად უხდებიან ერთმანეთს“ – ტიმოთი შალამე და ელ ფენინგი გადასაღებ მოედანზე უსაყვარლესები არიან

156
page

ლეგენდარული არტისტის, ბობ დილანის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის, A Complete Unknown გადაღებები გრძელდება. ის ფაქტი, რომ „დიუნის“ ვარსკვლავი, ტიმოთი შალამე ბობ დილანის როლში შეუდარებელია და მას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს, სიახლეს აღარ წარმოადგენს. ცოტა ხნის წინ გადაღებებს ელ ფენინგიც შეუერთდა, ის არტისტის საყვარელი ქალის როლს შეასრულებს.

ტიმოთი შალამე და ელ ფენინგი ბობ დილანის ბიოგრაფიული ფილმის გადასაღებ მოედანზე

სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში გადაღებებიდან მორიგი ფოტოები გავრცელდა, სადაც შალამე და ფენინგი ხელიხელჩაკიდებულები სეირნობენ. ფოტოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა. მედიაში წერენ, რომ ტიმოთი და ელი ერთმანეთს ძალიან უხდებიან და იმედოვნებენ, რომ მათი რომანტიკული კავშირი კინოეკრანებიდან რეალურ ცხოვრებაშიც გადაინაცვლებს.

„უსაყვარლესი წყვილია“, „საოცრად უხდებიან ერთმანეთს“, „დიდებული წყვილია“, – არ წყდება კომენტარები.

ცნობისთვის, ფილმის, A Complete Unknown რეჟისორი ჯეიმს მანგოლდია. მას ელაიჯა უორდის წიგნის Dylan Goes Electric მიხედვით იღებენ. როდის იგეგმება ფილმის პრემიერა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მისი გადაღებები უკვე აქტიურ ფაზაშია შესული.

ტიმოთი შალამე ბობ დილანის როლში – პირველი ფოტოები გადასაღები მოედნიდან 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები